საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს

შექმნილი მდგომარეობის ფონზე, საქართველოს ბანკი განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ასევე, გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი.

საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება, არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შესძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად ასევე დისტანციური არხებით.

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩეუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.

გვჯერა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და საერთო მონდომებით, შეუძლებელი არაფერია.“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *