ილონ მასკი მზადაა სასუნთქი აპარატების დამზადებაც დაიწყოს

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მას სურს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. მილიარდერმა მეწარმემ განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს სასუნთქი აპარატები იმათთვის, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

„ჩვენ დავამზადებთ სასუნთქ აპარატებს, თუ ამის დეფიციტი შეიქმნება“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

მასკს მალევე გამოეხმაურა fivethirtyeight.com-ის რედაქტორი ნეიტ სილვერი და განაცხადა, რომ უკვე არის დეფიციტი და ჰკითხა მას თუ რამდენის წარმოებას გეგმავს ის.

“სასუნთქი აპარატების წარმოება არ არის რთული, თუმცა, მისი უცებ წარმოება ვერ მოხდება. რომელ საავადმყოფოებს აქვს ამის დეფიციტი?“, - ჰკითხა მას მასკმა.

აღნიშნულმა მიმოწერამ Twitter-ზე ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მაგალითად მასკს გამოეხმარა ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიოც და განაცხადა, რომ მის ქალაქს სჭირდება სასუნთქი აპარატები, რაც შეიძლება მალე.

შეგახსენებთ, ილონ მასკი საკმაოდ აქტიურად აკვირდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამბებს. მას ამის შესახებ არაერთხელ დაუწერია საჯაროდ.

წყარო: space.com

ჩვენ გირჩევთ

ბილ გეითსი - ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო

ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება

ბილ გეითსი - ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო

ბილ გეითსი - ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო

წინა სტატია

საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
20 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Elon Musk offers to make ventilators for coronavirus patients
21 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker