მოდის სახლი Balenciaga პირბადეების წარმოებას იწყებს

მოდის სახლი Balenciaga პირბადეების წარმოებას იწყებს. გარდა Balenciaga-ისა, ფრანგული ძვირად ღირებული მოდის კონგლომერატი Kering-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა ბრენდები - Gucci და Saint Laurent-იც დაიწყებს პირბადეების წარმოებას, რათა შეამცირონ ის რისკები, რაც შესაძლოა, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, სამედიცინო პირბადეების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის პირბადეები, რათა დაცულნი იყვნენ COVID-19-ისგან.

როგორც მოდის სახლები აცხადებენ, ნიღბების წარმოებას შესაბამისი ნებართვის მოპოვებისთანავე დაიწყებენ და აღნიშნავენ, რომ წარმოების ყველა სტანდარტი ზედმიწევნით იქნება დაცული.

გარდა ამისა, როგორც Kering-ი აცხადებს, სამედიცინო პერსონალს ისინი უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 3 მილიონი ცალი სამედიცინო ნიღბით მოამარაგებენ, რომელსაც ჩინეთში შეიძენენ, ხოლო Gucci აღნიშნავს, რომ იტალიისთვის შეკერავს და უსასყიდლოდ გასცემს 1.1 მილიონ პირბადეს და 55 000 სამედიცინო ტანსაცმელს.

 

ჩვენ გირჩევთ

გასული კვირის 10 ყველაზე დაზარალებული მილიარდერი

"გერმანიის რეცესია ახლა გარდაუვალია"

გასული კვირის 10 ყველაზე დაზარალებული მილიარდერი

გასული კვირის 10 ყველაზე დაზარალებული მილიარდერი

წინა სტატია

Apple is expanding the App Store to 20 new countries later this year
24 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Balenciaga, Gucci and Saint Laurent will start making face masks in its workshops
24 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker