Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ს ოდენობის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად

Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად კორონავირუსის პანდემიის გამო. კერძოდ, სოციალურ ქსელში აცხადებენ, რომ თანხას თანაბარად გაუნაწილებენ ორ ორგანიზაციას - ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს (CJP) და საერთაშორისო ქალების მედიაფონდს (IWMF). დონაციის მიზანს განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების დახმარება წარმოადგენს, რომლებიც კორონავირუსის თემებს აშუქებენ.

სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალი ჟურნალისტების მუშაობის მხარდაჭერისა და ზოგადად ყველა ჟურნალისტის დაცვის თვალსაზრისით, რომლებიც რთულ გარემოში და რთულ თემებზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ი არ არის პირველი სოციალური მედიაორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების დახმარების მიზნით დონაციის შესახებ აცხადებს. გასულ კვირას Facebook-მა განაცხადა, რომ $1 მლნ დოლარს გაადაურიცხავს ახალი ამბების ორგანიზაციებს, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ და ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებს. 

ჩვენ გირჩევთ

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

ტოპ-10 სახელმწიფო ტენდერი

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

წინა სტატია

Forbes Georgia in English - Issue #16
25 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ბოლო პერიოდის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები - ლარი პირველ ადგილზეა
25 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker