ივნისში საქართველოს პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი 19.4 პროცენტითით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 337 მლნ დოლარით, 24%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 349 მლნ დოლარით, 9%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 19.4%-ით გაიზარდა და 51 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (8.8 მლნ დოლარი) და ესპანეთის (9 მლნ დოლარი) მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი იზრდებოდა და ჯამში 21%-ით გაიზარდა. იანვარ-ივნისში კი ჯამში 2%-ით შემცირდა.

ივნისში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 52 მლნ დოლარით (39%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 38 მილიონი დოლარით, რუსეთში 11 მლნ დოლარით, ხოლო უკრაინაში 5 მლნ დოლარით.

წინა სტატია

ნუცა აბრამიშვილი. საქმე, რომელიც აბედნიერებს
21 July, 2015

შემდეგი სტატია

სავაჭრო ცენტრების სპასალარი
21 July, 2015
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker