იტალიაში Facebook-ის ჯგუფური ზარების განხორციელება 1000%-ითაა გაზრდილი

იტალიაში Facebook-ის ჯგუფური ზარების განხორციელება 1000%-ითაა გაზრდილი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში Facebook-ის გამოყენების სიხშირე გაიზარდა. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო კარანტინია გამოცხადებული. იტალიაში, რომელსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა Facebook-ში ჯგუფური ზარების განხორციელების კუთხით. წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1000%-ითაა გაზრდილი.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, მთლიანი ტრაფიკი შეტყობინებების გაგზავნის კუთხით 50%-ით გაიზარდა ყველა თავის პლატფორმზე. შეგახსენებთ, Facebook-ი ფლობს Instagram-სა და WhatsApp-საც.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ იტალიაში Facebook-ის კუთვნილ აპლიკაციებში მომხმარებლების მიერ დახარჯული დრო 70%-ით გაიზარდა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აპლიკაციების გამოყენებას და ჩვენს სისტემას უფრო ეფექტურს ვხდით, საჭიროების შემთხვევაში ვზრდით გამტარუნარიანობას. სტაბილურობის შენარჩუნება მსგავსი დატვირთვის პირობებში ახლა უფრო გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივ ხოლმე, ვინაიდან ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობაც სახლებიდან მუშაობს. ჩვენ ახალი რეკორდის მომსწრენი ვართ თითქმის ყოველდღე ჩვენი პლატფორმების გამოყენების სიხშირის მიხედვით“, – განაცხადეს Facebook-ის Analytics-ისა და ინჟინერიის მიმართულებების ვიცეპრეზიდენტებმა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა დატვირთვის შემსუბუქების მიზნით შეამცირა ვიდეოს ხარისხი ევროპაში. მსგავსი ზომების შესახებ განაცხადეს, Amazon-მა, “Apple TV+“-მა და Netflix-მაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *