YouTube-ი ვიდეოს ხარისხის შემცირებას აპირებს

YouTube-ი ვიდეოს ხარისხის შემცირებას აპირებს

YouTube-ი მსოფლიოს მასშტაბით ვიდეოს ხარისხის შემცირებას აპირებს, რათა ინტერნეტქსელზე დატვირთვა შეამციროს. ამის მიზეზი კორონავირუსის შედეგად ბევრ ქვეყანაში დაწესებული კარანტინი გახდა, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მიერ ინტერნეტის მოხმარება კი გაიზარდა. BBC-ის ცნობით, მაგალითად მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი კარანტინშია.

YouTube-ის განცხადებით, მათ სურთ თავიანთი წვლილის შეტანა ამ უპრეცედენტო სიტუაციაში ინტერნეტსისტემაზე დატვირთვის შემცირების კუთხით.

თუმცა, მიუხედავად ცვლილებისა, მომხმარებლებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა თავადვე შეცვალონ თითოეულ ვიდეოს გაფართოება.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგად უამრავ ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით სახლიდან უწევთ მუშაობა, ინტერნეტინფრასტრუქტურა უდიდესი ზეწოლის ტესტს გადის. ამის გამო, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან ინტერნეტ ტექნოლოგიური გიგანტები.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *