თიბისი COVID 19- ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

"თიბისი შენთვის" - თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად, თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს. მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დამხმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ასევე ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა - "თიბისი შენთვის", სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. 

აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს. 

მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის მხარდასაჭერად, 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისათვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.

ჩვენ გირჩევთ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

წინა სტატია

YouTube to reduce video quality worldwide to ease strain on internet networks
25 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ნეობანკების განთიადი
26 მარტი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker