Airbnb-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლებს უფასო განთავსებას სთავაზობს

Airbnb-ი იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ "წინა ხაზზე“ იბრძვიან, უფასო განთავსებას სთავაზობს. შეთავაზება ძირითადად ეხება სამედიცინო პერსონალს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და დამხმარე პერსონალს.

"ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ სამედიცინო მუშაკებსა და ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში ადამიანების დახმარება უწევთ“, - განაცხადა Airbnb-ის თანადამფუძნებელმა ჯო გებიამ.

კომპანია ერთმანეთთან დააკავშირებს პროვაიდერებს, პარტნიორებს, სამთავრობო უწყებებს, რათა ერთად იმუშავონ ამ საკითხზე. სახლებისა და ბინების პატრონებმა, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, უნდა დააკმაყოფილონ სისუფთავის გარკვეული სტანდარტები.

კომპანიის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 000 ადამიანის დახმარება. სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ბინებს ქირით ეძებენ და იმ მასპინძლებს, რომელთაც სურთ დაუთმონ მათ საკუთარი ბინა, შეუძლიათ Airbnb-ის მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალს ეწვიონ.

ჩვენ გირჩევთ

იტალიაში Facebook-ის ჯგუფური ზარების განხორციელება 1000%-ითაა გაზრდილი

"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური

წინა სტატია

მარადმწვანე
27 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Airbnb announces plan to offer free housing to coronavirus responders
27 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker