მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც პოსტებს 2020 წელს ტოვებენ

მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც პოსტებს 2020 წელს ტოვებენ

BusinessInsider-მა მსოფლიოს იმ მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომლებმაც 2020 წელს დატოვეს ან აპირებენ დატოვონ თანამდებობა. მაგალითად, აშშ-ში 2020 წლის იანვარი ამ მხრივ რეკორდული თვე იყო, ვინაიდან  მხოლოდ ერთი თვის მანძილზე ხელმძღვანელის პოსტი 219-მა CEO-მ დატოვა.

გთავაზობთ იმ ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელების ჩამონათვალს, რომლებიც წამყვან თანამდებობებს ტოვებენ:

Groupon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩ უილიამსმა და მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა (COO) სტივ კრენზერმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა, ისინი ამ კომპანიაში რჩებიან. უილიამსს აარონ კუპერი დროებით ჩაანაცვლებს, მანამ ვიდრე კომანია მუდმივ კანდიდატს იპოვის.  

Altria Group-ის ხელმძღვანელი ჰოვარდ უილიარდი კი ცოტა ხნის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც მან დროებით დატოვა სამსახური. შეგახსენებთ, აღნიშნული კომპანია მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი კი Microsoft-ის და Berkshire Hathaway-ის მმართველ საბჭოებს ტოვებს, რის შესახებაც მან 13 მარტს LinkedIn-ზე დაწერა. მისი თქმით, ის უფრო მეტ დროს დაუთმობს საქველმოქმედო საქმიანობას. აღსანიშნავია რომ გეითსი 2008 წლის შემდეგ აღარ მუშაობს სრული დატვირთვით Microsoft-ში.

31 იანვარს პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა Hulu-ს ხელმძღვანელმა რენდი ფრიერმაც.

ერთ დღეში კი კანაფის მწარმოებელი კომპანია MedMen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ადამ ბიერმანმა დატოვა პოსტი.

ერთ-ერთი გახმაურებული წასვლა იყო Credit Suisse-ის CEO-ს ტიჯან თიამის მიერ პოსტის დატოვება. ამის მიზეზი გასულ წელს თვალთვალთან დაკავშირებული ორი სკანდალი გახდა, რის გამოც ფინანსური კონგლომერატი დაზარალდა.

თიამის მიერ გადადგომის განცხადებას მოჰყვა L Brands-ის აღმასრულებელი დირექტორის ლეს ვექსნერის წასვლაც. აღსანიშნავია, რომ ის თითქმის 60 წელი იკავებდა ამ პოზიციას. კომპანია L Brands-ი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Victoria’s Secret-ი და Bath&Body Works.

ტანსაცმლის ბრენდის Outdoor Voices-ის დამფუძნებელმა და CEO-მ ტაილერ ჰენიმ კი გადადგომის შესახებ 21 თებერვალს განაცხადა რთული წლის შემდეგ. აღნიშნულმა კომპანიამ 2019 წელს დაახლოებით 2 მლნ დოლარი დაკარგა თვეში.

25 თებერვალს კი Disney-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ იგერმაც დატოვა თანამდებობა. მას ეს პოზიცია 2005 წლის შემდეგ ეკავა.

28 თებერვალს გადადგა Harley-Davidson-ის CEO მეტ ლევატიჩი.

IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯინი რომეტი კი აპრილიდან ტოვებს თანამდებობას რვაწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ.

ხოლო T-Mobile-ის CEO ჯონ ლეჯერი 2020 წლის მაისში აპირებს თანამდებობიდან წასვლას. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის აქციების ფასი 12-დან $80-მდე გაიზარდა.

LinkedIn-ის CEO ჯეფ ვაინერი კი ივნისში დატოვებს პოსტს 11-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ.

ხოლო Mastercard-ის აღმასრულებელი დირექტორი აჯაიპალ ბანგა 2021 წლის დასაწყისში აპირებს თანამდებობიდან წასვლას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *