თიბისი ბანკი EMEA Finance-ის მიერ 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი  EMEA Finance-ის მიერ 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი EMEA Finance-ის მიერ 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ბანკის ძლიერ ფინანსურ აქტივობას და ციფრულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და 2019 წლის საუკეთესო კერძო ბანკადაც დასახელდა. ამასთან, “თიბისი კაპიტალმა” 2019 წლის საუკეთესო ბროკერის წოდებაც მიიღო.

„ჩვენ პატივი გვაქვს მივიღოთ არაერთი ჯილდო EMEA Finance-სგან. ეს საქართველოს საბანკო ბაზარზე ჩვენი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციის დემონსტრირებაა და სხვა ყველაფერთან ერთად, ხაზს უსვამს ჩვენს მნიშვნელოვან მიღწევებს კერძო და საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში, მათ შორის საბროკერო აქტივობებში“, – განაცადა თიბისი ბანკის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თავის მხრივ, EMEA Finance-ს ხელმძღვანელმა კრისტოფერ მურმა მიულოცა თიბისი ბანკს და თიბისი კაპიტალს წარმატება:

„თიბისი ბანკი აგრძელებს მდგრად განვითარებას, ზრდის საფინანსო კავშირებს ინვესტორებთან და ავითარებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს მომხმარებლებისთვის“.

EMEA Finance არის ჟურნალი, რომელიც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ფინანსური ბაზრებს აშუქებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *