კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ბილაინი თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი ბილაინი,  ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან უზრუნველყოფს. კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და კლინიკების პერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს. ყოველი მგზავრობის დასრულებისას ხდება მანქანების დეზინფექცია და მგზავრების გადაყვანაც განისაზღვრება სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად.

"ბილაინმა ახალი კორონავირუსის გაჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებიები  და დღესაც აქტიურად განაგრძობს. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობაზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.  ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით,  ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე სატელეფონო ცენტრით. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ საზღვრების ჩაკეტვის გამო საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს 2,500-მდე აბონენტზე და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში მობილურ ინტერნეტს ვურიცხავთ საჩუქრად. ეს ბილაინის ინიციატივების მცირე ჩამონათვალია“, განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

"ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის გარდა, ვფიქრობთ, აუცილებელია წვლილი შევიტანოთ მთლიანად ქვეყნის ბრძოლაში  კორონავირუსის წინააღმდეგ. როდესაც დავინტერესდით ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საჭიროებებით, აღმოჩნდა, რომ  მათი ტრანსპორტირება ერთ-ერთი მწვავე საკითხია. იმედი გვაქვს, რომ ამ საზრუნავის მოგვარება მნიშვნელოვან შვებას მიცემს ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მინდა მთელს ქვეყანას ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა და ვირუსის სწრაფად დამარცხება“, დაამატა ანჯეი მალინოვსკიმ.

ჩვენ გირჩევთ

უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვან ბანკებმა და სავაჭრო ობიექტებმა? - მთავრობის რეკომენდაციები

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვან ბანკებმა და სავაჭრო ობიექტებმა? - მთავრობის რეკომენდაციები

უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვან ბანკებმა და სავაჭრო ობიექტებმა? - მთავრობის რეკომენდაციები

წინა სტატია

IMF can develop innovative methods for meeting COVID-19 related financing requirements: FM Sitharaman at G20
02 April, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს - ADB
03 April, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker