თიბისი სახლიდან - როგორ ადაპტირდა უმსხვილესი ქართული ბიზნესი შექმნილ ვითარებასთან?

თიბისი სახლიდან - როგორ ადაპტირდა უმსხვილესი ქართული ბიზნესი შექმნილ ვითარებასთან?

ახლა, როდესაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა სახლშია, ისევე როგორც ალბათ თქვენც. დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა, ონლაინ შეხვედრები – ეს ალბათ ის დეფინიციებია, რაც ბოლო პერიოდში ყველას ძალიან ხშირად გაგვიგონია. პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შედეგად, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს, ტექნოლოგიურ გიგანტებსაც კი მოუწიათ თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. მაგალითად Facebook-ს, Google-ს, Twitter-ს და Amazon-საც, რომელთაც ათასობით თანამშრომელი ჰყავთ. როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, ეს არ არის მარტივი, ეს რთულია, რაც წარმატებით დაძლია საქართველოში ინოვაციების მოყვარულმა ბანკმა თიბისიმ.

თიბისიმ 2 100-ზე მეტი თანამშრომელი გადაიყვანა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს პროცესი იმაზე ეფექტური გამოდგა, ვიდრე ამას თავადაც ელოდნენ. არ არის მარტივი ათასობით თანამშრომელი დააორგანიზო ისე, რომ სახლიდან მართონ უმსხვილესი ბაზები, დაგეგმონ სიახლეები, ეკონტაქტონ მომხმარებლებსაც და ერთმანეთსაც, შექმნან ახალი პროექტები, მოაწყონ კონფერენციები, გაცვალონ იდეები და მართონ რამდენიმე ათას თანამშრომლიანი უმსხვილესი კომპანია, ეს ყველაფერი სახლიდან და თან ისე, რომ პროცესი არ შეფერხდეს მუშაობის არცერთ ეტაპზე.

თიბისიში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო. თანამშრომელზე, მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხომ უპირველესია იმისათვის, რომ ზოგადად კომპანია იყოს წარმატებული. ბიზნესის წარმატება იქიდან გამომდინარეობს, რამდენად ბედნიერია თანამშრომელი. ბედნიერი კი ვერ იქნება, თუ ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

თუმცა, ერთია პასუხისმგელობა აიღო შენს თანამშრომელზე, მათ უსაფრთხოებაზე და მეორე არის ის, რომ ბიზნესი არ გაჩერდეს. სწორად დაგეგმილი ბიზნესი სწორად დაგეგმილ პროცესებზეა დამყარებული. თიბისიმ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის ეტაპი წარმატებით გადაიტანა და ისე, რომ არცერთ ასპექტში, ბიზნესი თითქმის არ შეფერხებულა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის და მისი ეკონომიკისთვისაც, რომელიც პანდემიამ უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ჩვენ სამი გამოწვევა გვქონდა დასაძლევი. პირველ რიგში ჩვენი თანამშრომლები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ. მეორე – იმ მომხმარებლების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, რომლებიც ფილიალებში მოდიოდნენ. მესამე გამოწვევა კი იყო ის, რომ 2 100 თანამშრომლის სახლში სამუშაოდ გადასვლის გამო, ტრანზაქციები არ გაჩერებულიყო და გაგვეგრძელებინა ჩვენი  მომხმარებლების მომსახურება. ეს შევძელით“, – ამბობს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თუმცა, თიბისიში ამბობენ, რომ ამ ტრანსფორმაციის პროცესში ბევრი სირთულეც იყო. მაგალითად თუ ბანკის სატელეფონო ცენტრში დღეში საშუალოდ 10 000 ადამიანი რეკავდა, წინა კვირაში მათი რაოდენობა 2.5-ჯერ იყო გაზრდილი. ეს იყო ბუნებრივი, ვინაიდან შექმნილი ვითარების გამო, მომხმარებელს  უამრავი კითხვა ჰქონდა. თიბისიმ დაახლოებით 50 ახალი თანამშრომელი დაამატა ქოლ-ცენტრში, ისინი შემჭიდროვებულ ვადებში დააინტეგრირა და თან სახლიდან მუშაობაზეც გადაიყვანა, – „ამ ყველაფერს პარალელურად ვაკეთებდით. ამან ხარისხი გაგვიფუჭა, თუმცა, მივაღწიეთ იმას, რომ ჯანმრთელობის რისკი ახლა განულებულია. ხარისხი კი, მალე დაუბრუნდება თავის საწყის მაჩვენებელს“, – ამბობს ბუცხრიკიძე.

ამასთან, თიბისის გენდირექტორი ამბობს, რომ კომპანიას დისტანციურად გადასვლის პროცესში ისიც დაეხმარა, რომ ბანკმა 2019 წლის დასაწყისში ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო, ამიტომაც თანამშრომლების დიდი ნაწილი ამისთვის მზად იყვნენ. თიბისიში ამბობენ, რომ ალბათ გაცილებით მეტი დრო იქნებოდა საჭირო ამ პროცესისთვის, მათ რომ წინასწარ საფუძველი არ ჰქონოდათ.

„ახლა კი ვფიქრობთ, რომ ეფექტურობაც გაიზრდება და სხვა კომპანია ვიქნებით, როდესაც კორონავირუსი დაიძლევა და ხალხი დაბრუნდება სამსახურებში“, – აღნიშნავს თიბისის გენდირექტორი.

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში, ბევრი სტარტაპი ჩამოყალიბდა, განვითარდა და დღეს უმსხვილეს კომპანიად იქცა. ეს იმიტომ რომ კრიზისი გაძლევს საშუალებას დაინახო ახალი  შესაძლებლობები და უფრო განვითარდე. მთავარია სწორი მიდგომები და ამ შესაძლებლობების დანახვა. თიბისიც შექმნილ ვითარებას მიუდგა როგორც განვითარების და ინოვაციების შესაძლებლობას. დისტანციურ სამუშაო პრინციპზე გადასვლიდან ორ კვირაში კომპანიამ უკვე იცის, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, რის დაწყებასაც თიბისიში ამ დრომდეც გეგმავდნენ, უკვე დაწყებულია და თან წარმატებით.

„უნდა შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ პოსტკრიზისის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ინდუსტრია, რა მიმართულებით განვითარდება და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ ის სტრატეგიული ინვესტიციები, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ სწორად მივდივართ, მჯერა რომ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ გაცილებით ძლიერები გამოვალთ, ვიდრე მანამდე ვიყავით,“ – ფიქრობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისი ბოლო ხუთი წელია ციფრულ აპლიკაციებში დიდ ინვესტიციებს დებს. ამ მიმართულებით უამრავი პროდუქტი აქვს შექმნილი. ფაქტობრივად, თიბისის ნებისმიერი პროდუქტის მიღება, დღეს უკვე ფიზიკურად ბანკში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბანკმა მომხმარებლების უსაფრთხოების რისკების შემცირების და ციფრული პროდუქტების პრომოციის მიზნით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკომისიოები გააუქმა ციფრულ პროდუქტებზე, რათა კიდევ უფრო დიდი დაინტერესება გაუჩდეს მოსახლეობას ისარგებლოს ამით.

ფაქტია, რომ თიბისიმ ციფრული შესაძლებლობები ყველა მიმართულებით აითვისა და შეძლო მოკლე დროში მორგებოდა ახალ რეალობას ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულიყო. უფრო მეტიც, მათ კრიზისამდე დაგეგმილი თითქმის ყველა ნაბიჯის განხორციელება შეძლეს. გამბედაობას კრეატიულობაც დაუმატეს და მარტში დაგეგმილი მასშტაბური კონფერენციის ჩატარებაც შეძლეს, რომელსაც 2 500-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრა გუნდთან, რომელიც თბილისსა და ბათუმში რომელიმე დიდ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო, თიბისიმ Zoom-ის ონლაინ კონფერენციით შეძლო. ვირტუალური შეხვედრისას, კომპანიის მენეჯერებმა თანამშრომლებს გააცნეს ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა და ის პროექტები, რომლის განხორციელებასაც თიბისი გეგმავს. ასე რომ, ამ ორ კვირაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ გარდაქმნის თიბისი გამოწვევებს ახალ შესაძლებლობებად, აქტიურად უწყობს ფეხს განვითარებულ მოვლენებს და ამ მხრივ არ ჩამორჩება მსოფლიო გიგანტ კომპანიებსაც კი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *