ვინ არის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი?

ვინ არის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი?

ყველაზე მდიდარი ადამიანის ხსენებაზე ბოლო წლებია ალბათ ყველას Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ახსენდება, რომელიც მილიარდერთა სიაში პირველ ადგილზეა. მისი ქონება ბოლო მონაცემებით, $113 მილიარდია, რაც მაგალითად მთლიანად მიანმარის, ლაოსის და კამბოჯას მთლიან შიდა პროდუქტს უდრის. ასევე თუ ბეზოსის და მისი 66 მდიდარი მეგობრის ქონებებს გავაერთიანებთ, ის იმაზე მეტი იქნება ვიდრე დედამიწის 3.5 მილიარდი ღარიბი ადამიანის ქონება.

გამომდინარე აქედან, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ბეზოსი შეიძლება იყოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი. თუმცა, ეს ასე არაა. ყველა დროის ყველაზე მდიდრები საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. 

ძველ დროში რამდენი იყო კონკრეტული ადამიანის ქონება, ამის დადგენა ახლა ალბათ რთულია, ასევე სიმდიდრის მოცულობა თავის მხრივ ეპოქების მიხედვით განსხვავდებოდა. როგორ შეიძლება სპარსეთის იმპერატორების ქონება შევაფასოთ დღეს? ან როგორ მივხვდეთ თუ რამდენი იყო მაგალითად ჩინგიზ–ყაენის ქონება, რომელიც უდიდეს განძს ფლობდა, თუმცა, შეგვიძლია მისი ოქროს მოცულობა გავამრავლოთ ოქროს დღევანდელ ფასზე, რომელიც დღეს უნციაზე დაახლოებით $1,505.45–ია.

ავიღოთ ასევე რომაელი მთავარსარდალი მარკუს ლიცინიუს კრასუსი, რომელსაც დაახლოებით $2 ტრილიონის ქონება ჰქონდა. ის რომის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ჩვ.წ.ა–მდე 73 საუკუნეში მომხდარი აჯანყების დროს კრასუსმა პირადად ორი ლეგიონი დაიპყრო.

ასევე ძალიან ანტიკურ ეპოქაში არც გვჭირდება გადანაცვლება იმისათვის, რომ ვნახოთ მსოფლიოს ყველაზე მდიდრები. მაგალითად ჯონ როკფელერი, რომელიც მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისის ამერიკელი უმდიდრესი ბიზნესმენი იყო, სხვადასხვა წყაროებით ის 400–დან 650–მდე მილიარდ დოლარს ფლობდა. მას პირველ ამერიკელ მილიარდერსაც უწოდებენ.

თუმცა, სიმდიდრის აბსოლუტური განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ეპოქას და დროს თავისი მდიდარი ადამიანი ჰყავდა. მაგრამ თუ ამას ფულის ღირებულების და მოცულობის მიხედვით განვსაზღვრავთ, მაშინ ისტორიაში ყველაზე მდიდარი ორი ადამიანი შეიძლება გამოვყოთ, რომლებიც იმ რაოდენობის სიმდიდრეს ფლობდნენ, რითიც შესაძლებელი იყო მსოფლიო ეკონომიკის გაკონტროლება. ესენია:

მუსა I, მალის იმპერიის ყველაზე ცნობილი მმართველი
1324 წელს მუსა მექაში გაემგზავრა ჰაჯისთვის. მისი ანტურაჟი დაახლოებით 60 000 ადამიანისგან შედგებოდა. მას იმ რაოდენობის ოქრო ჰქონდათ რომ გზაში ქალაქების მოსახლეობას “ოქროთი რწყავდა“, ღარიბებს ურიგებდა და ცალკეული ცნობებით, ყოველ პარასკევს ახალ მეჩეთსაც კი აშენებდა. განსაკუთრებით ბევრი დაუხარჯავს მუსას კაიროსა და მედინაში. ასეთი რაოდენობით ხარჯვას კი პროდუქციაზე ფასების მნიშნელოვანი ზრდაც გამოუწვევია.

ხოლო როდესაც მუსამ გაანალიზა, რომ მისმა ასეთმა მხარჯველობამ გამოიწვია ჰიპერინფლაცია მთელ რეგიონში, მან პირადად გადაწყვიტა განეხორციელებინა სპეციალური ეკონომიკური პროგრამა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეკონომიკაზე შეეძლო გავლენის მოხდენა.

ატაჰუალპა, ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი
როდესაც ინკების იმპერიაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის კონტექსტში ეს ძალიან ღირებული ისტორიაა. მაშინ, ანუ 1500–იან წლებში, ჯერ კიდევ არ არსებობდა ფულის ერთეული. მთელი ასე ვთქვათ იმპერია კი იმართებოდა როგორც ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა იმპერატორი. იმპერატორი კი ყველას აკონტროლებდა: საკვებს, ტანსაცმელს, ფუფუნების საგნებს, სახლებს და ადამიანებს. ყველაფერი მას ეკუთვნოდა. ცოლებიც კი იმპერატორს ეკუთვნოდა. არ არსებობდა იმპერიაში რაიმე, რაც მას თეორიულად არ ეკუთვნოდა.

როდესაც ესპანელმა კონკისტადორებმა ის შეიპყრეს, იმპერატორმა შეძლო ისეთი გამოსასყიდის გადახდა, რაც ალბათ არასოდეს არავის შეეძლო, მან ერთი ოთახი სავსე ოქროთი გადაიხადა. თუმცა, ესპანელებმა გამოსასყიდის მიღების შემდეგ ის არ გაათავისუფლეს და ჩამოახრჩვეს. სწორედ ამიტომ, მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქროს და ვერცხლის გადინება 1500–იან წლებში ევროპაში მოხდა, რამაც ევროპაში მაღალი ინფლაცია გამოიწვია. 

ამგვარად, ძალიან მარტივია შევადაროთ ამ ორი უმდიდრესი ადამიანის ქონება დღეს რომელიმე მილიარდერის ქონებას. მაშინ საუკუნეების წინ, მუსას და ატაჰუალპას იმ რაოდენობის ქონება ჰქონდათ რომ არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე შეეძლოთ გავლენის მოხდენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *