ფრანგულმა კომპანიებმა LVMH–მა და Kering–მა მთავრობის დახმარებაზე საბოლოოდ უარი თქვეს

ფრანგულმა კომპანიებმა LVMH–მა და Kering–მა მთავრობის დახმარებაზე საბოლოოდ უარი თქვეს

ფრანგულმა კომპანია LVMH–მა და Kering–მა უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც მათ თანამშრომლებს უთხრეს რომ შექმნილი ვითარების გამო უხელფასო შვებულებაში გაუშვებდნენ. მათ საფრანგეთის მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების პროგრამაში ჩართვა სურდათ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა, ახლა კომპანიებმა შეცვალეს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფრანგული კომპანია, რომლებიც ძვირად ღირებულ პროდუქციას აწარმოებენ, საკმაოდ დიდი რაოდენობის სიმდიდრეს და რესურსს ფლობს და კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მათ მთავრობის დახმარება არ სჭირდებოდათ.

კერძოდ, LVMH–ის შემოსავალი 2019 წელს €53.7 მილიარდი იყო, ხოლო Kering–ის €15.9 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ LVMH–ი ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად Louis Vuitton. ამასთან, LVMH–ის მფლობელია ბერნარ არნო, რომლის ქონებაც $72 მილიარდს შეადგენს. ხოლო Kering–ის აღმასრულებელი ხელმძღვანლის და თავმჯდომარის ფრანსუა ჰენრი პინოს ქონება $50.9 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *