მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად გეგმა წარადგინა. კერძოდ, მსოფლიო ბანკის კრედიტორები სურვილს გამოთქვამენ შეუჩერონ ყველაზე ღარიბ ქვეყნებს ვალების გადახდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც დიდი ოცეულის და დიდი შვიდიანის ქვეყნებმა თქვეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გადახდის შეჩერებას.

“ყველას ესმის, რომ საჭიროა უღარიბესი ქვეყნების დახმარება, ამის უდიდესი სურვილი არსებობს, ამაზე კითხვას არავინ სვამს, აბსოლუტურად არავინ. ვფიქრობ, ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აქსელ ტროცენბურგმა.

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ამ საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ. როგორც “როიტერსს“ წყარომ განუცხადა, ისინი ელოდებიან რომ დიდი ოცეულის ქვეყნები სულ მცირე წლის ბოლომდე ვალების გადახდის შეჩერებას მხარს დაუჭერენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა უკვე დაამტკიცა 32 ქვეყნისთვის მილიარდობით ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გეგმა კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად.

მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია კრედიტორებმაც შეუმსუბუქონ ვალების ტვირთი ყველაზე ღარიბ ქვეყნებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *