JPMorgan–ის შემოსავალი კორონავირუსის გამო 69%–ით დაეცა

ამერიკული საინვესტიციო ბანკის JPMorgan–ის შემოსავალი კორონავირუსის გამო 69%–ით დაეცა. კერძოდ, 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ამერიკის უმსხვილესი ბანკის წმინდა შემოსავალი $2,9 მილიარდამდე დაეცა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის $9,2 მილიარდს შეადგენდა.

როგორც JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემი დაიმონმა განაცხადა, პირველი კვარტალი გამომუშავებული თანხის მიხედვით უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაიმონის თქმით, ის კვლავ ძლიერ ფინანსურ პოზიციას იკავებს.

"კომპანია კრიზისში შევიდა ძლიერი პოზიციით, ჩვენ ვრჩებით კარგად კაპიტალიზირებული და მაღალლიკვიდური“, – განაცხადა JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ბანკს $1 ტრილიონის მოცულობის ლიკვიდურობის რესურსი გააჩნია.

როგორც ბანკის ეკონომისტები პროგნოზირებენ, წლის მეორე კვარტალში აშშ–ში უმუშევრობის დონე 20%–მდე გაიზრდება, მანამ ვიდრე ის კლებას დაიწყებს.

რაც შეეხება ბიზნესების გახსნას, JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ადრე იქნება ეს მით უკეთესი, თუმცა, ეს ყველასთვის უსაფრთხო უნდა იყოს.

ჩვენ გირჩევთ

მარტში ფულადი გზავნილები 12.5 მლნ დოლარით შემცირდა

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

მარტში ფულადი გზავნილები 12.5 მლნ დოლარით შემცირდა

მარტში ფულადი გზავნილები 12.5 მლნ დოლარით შემცირდა

წინა სტატია

მარტში ფულადი გზავნილები 12.5 მლნ დოლარით შემცირდა
15 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

JPMorgan's profit plummets 69% because of coronavirus
15 აპრილი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker