საქართველოს სადაზღვევო კომპანიები

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. ერთის გარდა, სადაზღვევო ბაზრის ყველა მოთამაშე ფლობს როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2019 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 625 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 83 მილიონი ლარით, ანუ 15.3%-ით მეტია. სექტორის აქტივები კი გასული წლის განმავლობაში 7.5%-ით, ანუ 56 მილიონი ლარით გაიზარდა და 799 მილიონ ლარს მიაღწია.

რაც შეეხება სადაზღვევო სფეროს წმინდა მოგებას, ის გასულ წელს 40%-ით, 25 მილიონ ლარამდე შემცირდა. ქვეყანაში არსებულმა ყველა სადაზღვევო კომპანიამ საკუთარი ფინანსური შედეგები სფეროს მარეგულირებელს – სსიპ დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურს უკვე წარუდგინა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ბაზრის ლიდერი მოზიდული პრემიის ოდენობით 2018 წლის მსგავსად "ჯიპიაი ჰოლდინგია”. ზრდის მიხედვით კი 10 მილიონ ლარზე მეტად გასულ წელს მხოლოდ ოთხი კომპანიის – "TBC დაზღვევის”, "არდის“ "ალდაგისა” და "იმედი L”-ის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა გაიზარდა.

     

მთავარი სადაზღვევო მიმართულებები დაზღვევის სახეობების მიხედვით

მოზიდული პრემიის განაწილებაში წამყვანი ადგილი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს, რაზეც სექტორის შემოსავლის 37% მოდის. 2019 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე არსებული პოლისების 9.6%-იანი ზრდით დასრულდა. კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს. რაც შეეხება სადაზღვევო სექტორის მეორე უმსხვილეს ბაზარს - ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას, მთლიანობაში, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.

     

დაზღვევის სამი ელფერი

სადაზღვევო სექტორის სამ ყველაზე შემოსავლიან ბაზარზე კომპანიების მიხედვით წილები ასე ნაწილდება:  

      

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

მსოფლიო ბანკმა უღარიბესი ქვეყნების დახმარების გეგმა წარადგინა

წინა სტატია

JPMorgan's profit plummets 69% because of coronavirus
15 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

Tegeta Motors successfully updated IT infrastructure using Cisco technologies
15 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker