ტელეკომპანიების შემოსავლები საქართველოში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი 80-ზე მეტი მაუწყებლის მთლიანმა შემოსავალმა 152.6 მილიონი ლარი შეადგინა. ეს 2018 წელთან შედარებით, 10.9%-ით მეტია. ყველა მაუწყებლის ჯამური შემოსავლის ზრდის მიუხედავად ირკვევა, რომ კერძო ტელეკომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - სარეკლამო შემოსავალი გასულ წელს 10.19%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 67.9 მილიონი ლარი შეადგინა. კლების მთავარი მიზეზი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, არხის სარეკლამო გაყიდვების 27%-იანი კლება გახდა.

შედეგად, სარეკლამო შემოსავლებმა ქვეყანაში მოქმედი მაუწყებლების დაფინანსების 44.5% შეადგინა. ტელევიზიების მთლიანი შემოსავლიდან 57 მილიონი ლარი სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ სატელევიზიო ბაზრის 37.4%-ის დაფინანსების წყარო ცენტრალური ბიუჯეტია. ამის გამო, ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანი ტელეკომპანია “საზოგადოებრივი მაუწყებელია” - არხის თითქმის 55.9-მილიონიანი შემოსავლიდან რეკლამაზე მხოლოდ 2.54% მოდის. იმის მიუხედავად, რომ “საზმაუ“ მთლიან შემოსავლებში ნომერ პირველ ადგილზეა, ტელევიზიის ეფექტიანობის მთავარ საზომში – არხის რეიტინგში – მას ორჯერ უფრო ნაკლები შემოსავლის მქონე ტელევიზია ოთხჯერ ასწრებს.

ტელევიზიების დაფინანსების სხვა წყაროებს შორის მნიშვნელოვან ადგილზეა არხის დამფუძნებლისა და სხვა პირების მიერ განხორციელებული შემოწირულება. GNCC-ის მონაცემებით, ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტელეკომპანია “ფორმულა“, რომელსაც სარეკლამო შემოსავალი არ ჰქონია, თუმცა დამფუძნებლებისგან და სხვა პირებისგან ინვესტიციის სახით 16.5 მილიონი ლარი მიიღო.  

            

           

მეთოდოლოგია ტელეკომპანიების შემოსავლები აღებულია საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალიდან. სარეკლამო შემოსავლების შეფასების დროს გამოყენებულია GNCC-ის მეთოდოლოგია, რომელიც ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებში შემდეგი ტიპის შემოსავლებს აერთიანებს: რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს სავაჭრო სექტორი

საქართველოს სავაჭრო სექტორი

საქართველოს სავაჭრო სექტორი

საქართველოს სავაჭრო სექტორი

წინა სტატია

Gates Foundation Says We'll Need to Work Together to Vaccinate 7 Billion People
20 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

გლობალური კრიზისი, რომელიც არცერთ კრიზისს არ ჰგავს – IMF-ის ხელმძღვანელის ბლოგი
21 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker