როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?

როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?

ელონ მასკი, რომლის ქონება ბოლო მონაცემებით, $37.4 მილიარდს შეადგენს, სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა, მან კოდირება თავისით ისწავლა. 12 წლის იყო, როდესაც მასკმა მისი პირველი ვიდეო თამაშის კოდი $500–ად გაყიდა. შემდეგ 24 წლის ასაკში, ელონმა და მისმა ძმა კიმბალმა მამის ფულით Zip2-ი დააარსეს, რაც $28 000 დაჯდა. აღნიშნული კომპანია ერთგვარ ბიზნეს რუკას უზრუნველყოფდა. ოთხი წლის შემდეგ, ძმებმა ეს კომპანია $307 მილიონად გაყიდეს. მასკმა თავისი წილი – $22 მილიონი გამოიყენა ონლაინ საბანკო სერვისების კომპანია X.com-ს დაფუძნებისთვის. საბოლოოდ ეს კომპანია გახდა დღევანდელი PayPal-ი, რომლის აქციების უმრავლესობის მფლობელი სწორედ ელონ მასკია. როდესაც eBay-მ შეიძინა PayPal-ი 2002 წელს $1,5 მილიარდად, მასკმა ამ გარიგებით $180 მილიონი იშოვა.

მასკს და PayPal-ის სხვა ხელმძღვანელებს – პიტერ თიელს და რაიდ ჰოფმანს “PayPal-ის მაფიასაც“ კი ეძახდნენ. ამ კომპანიისგან მიღებული მოგებით, ისინი სხვადასხვა სტარტაპებსა და ფონდებში დებდნენ ფულს. მათი ინვესტიციები YouTube-ში, LinkedIn-სა და Uber-ში განხორციელდა და კიდევ ბევრ იმ კომპანიაში, რომლებიც დღეს ამერიკის სილიკონ ველის წამყვანი კომპანიები არიან.

PayPal-ის გაყიდვის შემდეგ, მასკმა უკვე შექმნა კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX-ი, რომლის მისიაც იყო ადამიანისთვის „კოსმოსური ცივილიზაციის შესაძლებლობის მიცემა და მარსზე დასახლების აშენება“. SpaceX-ი შეფასებულია $36 მილიარდად. მასკი კი ამ კომპანიის უმსხვილესი აქციონერია (54%).

გარდა SpaceX-ისა, მასკმა დააარსა ასევე ელექტრომობილის მწარმოებელი კომპანია Tesla. ეს იყო 2003 წელს. სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ მასკი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა $2 მილიარდით.

გარდა ამ ორი მსხვილი კომპანიისა, ელონ მასკმა დააარსა ასევე მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბების სამშენებლო კომპანია The Boring Company. მასკმა მისი დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლოს-ანჯელესში გადატვირთულმა საგზაო მოძრაობამ დააფიქრა. პირველი გვირაბის მშენებლობა ლას ვეგასს უკავშირდება. მსგავსი ამბიციური პროექტების წყალობით მასკის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

2019 წლის ბოლოს Business Insider-ი წერდა, რომ ელონ მასკს $100 მილიონი ჰქონდა დახარჯული 7 გრანდიოზული ვილის შეძენაში ბოლო 7 წლის განმავლობაში.  

Tesla-ს დამფუძნებელი ბუნებრივია ფლობს ავტომობილებსაც, მის ავტოფარეხში 15 უძვირესი მანქანაა გაჩერებული. მათ შორის არის Lotus Esprit-ი, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმში იყო, ასევე Ford Model T და Jaguar E-Type Series 1. თქვენ წარმოიდგინეთ და მასკი ცოტათი „უორქაჰოლიკია“, ასე რომ ის ფულს შვებულებაში არ ხარჯავს. 2015 წლის ინტერვიუში მასკმა აღნიშნა, რომ 2002 წლის შემდეგ მას ჯამში 2 კვირა ჰქონდა შვებულებაში გატარებული.

მას ასევე ხელი აქვს მოწერილი საქველმოქმედო პროექტზე – Giving Pledge. რომელიც უორენ ბაფეტმა და ბილ და მელინდა გეითსებმა დააარსეს. მასზე ხელმოწერა იმას ნიშნავს, რომ მასკი პირობას დებს, რომ ქონების უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს.

ელონ მასკი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. ის ზოგს მოსწონს, ზოგს არა, თუმცა, ცხადია, რომ მისი კარიერა და მიზანი – გახდეს უმაღლესი დონის მეცნიერი მილიარდერი შთამბეჭდავია. და თუ კაცობრიობა მარსზე გადავა საცხოვრებლად, ეს მასკის დამსახურება იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *