58.4 მლნ ლარის ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე – თიბისი კაპიტალის სწორი ანალიზის შედეგი

მაშინ როდესაც ეპიდემიის გამო შექმნილი ვითარების ფონზე ახალი ნაბიჯების გადადგმისგან ყველა თავს იკავებს, თიბისი ლიზინგმა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისია განახორციელა, რაც კი ოდესმე საქართველოში ყოფილა. საუბარია 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციებზე, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია და შეადგენს  თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%.  საქართველოში ყველაზე დიდი ემისიის გამოშვება თიბისი კაპიტალის მიერ გაკეთებული ბაზრის სწორი ანალიზის შედეგად განხორციელდა.

"ეს ემისია ძალიან დიდი გამოწვევების ფონზე განხორციელდა, თუმცა წარმატებას წინ უძღოდა რამდენიმე კონკრეტული მიზეზი. უპირველეს ყოვლისა, თიბისი ლიზინგი არის სანდო და საინტერესო კომპანია ინვესტორებისთვის, და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თიბისი კაპიტალმა მოახდინა ერთი მხრივ, თიბისი ლიზინგის საჭიროებების ანალიზი და მეორე მხრივ, ბაზრის საჭიროების ანალიზი. შესაბამისად, ახალი რეალობიდან გამომდინარე, სწორედ  ინვესტორების საჭიროებების ანალიზს მოვარგეთ ამ ბონდის ემისია", – აღნიშნა თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე Forbes-თან ინტერვიუში.

ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელით და ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. თიბისი ლიზინგი ამბობს, რომ წლის ბოლომდე განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულების გაზრდაა დაგეგმილი, – "პირველ რიგში ეს არის ლარის რესურსი, რომელიც არ არის ასე ხელმისაწვდომი, გამოვუშვით საკმაოდ დიდი თანხა, ჩვენ შეგვიძლია წლის ბოლომდე 70 მილიონამდე გავზარდოთ განთავსება", – განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გაგუამ. მისივე თქმით, თიბისი ლიზინგმა კლიენტებს COVID-19-ის პერიოდში შესთავაზა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი არსებულ სალიზინგო კონტრაქტებზე, რათა ამ პერიოდში თავიანთი ფინასური მდომარეობა გაიუმჯობესონ და სტაბილურობა შეინარჩუნონ.

კარგი სესხის გაცემა და კარგი ფასიანი ქაღალდის ყიდვა ყოველთვის საინტერესოა ინვესტორისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ თიბისი ლიზინგს Fitch-ისგან მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რაც არასაბანკო ინსტიტუტებს შორის საქართველოში Fitch-ისგან ყველაზე მაღალი რეიტინგია. როგორც თიბისი კაპიტალი განმარტავს, ობლიგაციების მსგავსი საჯარო განთავსება, ბანკებს აძლევს საშუალებას, რომ ეს ფასიანი ქაღალდი დააგირავონ ეროვნულ ბანკში და ამის სანაცვლოდ მიიღონ ლიკვიდურობა რეფინანსირების განაკვეთის ფასად, შემდგომ დააბანდონ და გააკეთონ ახალი ინვესტიცია, გასცენ ახალი სესხი. ეს საკმაოდ სარფიანი ოპერაციაა ბანკებისთვის და ბაზრისთვის.

"ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ საჯარო კომპანია ვართ და ჩვენი ინვესტორებისთვის უკვე ღია ვართ ყველანაირად ფინანსურად. სამომავლოდ ძალიან კარგია, რომ ეს ფასიანი ქაღალდები უზრუნველყოფილია ჩვენი პორტფელით. რომ შევადაროთ არაუზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია", – აღნიშნა გაგა გაგუამ. მისივე თქმით, თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა განთავსებიდან სამ წელში - 2023 წლის მარტში მოხდება.

აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალი, რომელიც თიბისი ბანკის საინვესტიციო და საკონსულტაციო მიმართულებაა, კლიენტებს კორპორატიულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს და ბოლო სამ წელიწადში 30–ზე მეტი როგორც საჯარო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების განთავსებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივ, ლარში ნომინირებული ობლიგაციების, ასევე ევრობონდების განთავსებაშიც.

თიბისი კაპიტალს როგორც ამ ემისიაში, ასევე ყველა სხვა ემისიაში აქვს მრჩეველის და მომწყობის მანდატი. ერთი მხრივ ის აანალიზებს ბაზარს და იცის რა ვითარებაა ბაზარზე, ინვესტორებს რა მოთხოვნები აქვთ და ა.შ. და მეორე მხრივ აანალიზებს თუ როგორი ტიპის ფასიანი ქაღალდი სჭირდება უშუალოდ კომპანიას, - "ანალიზის შედეგად, კომპანიას ვუწევთ რეკომენდაციას, მათთან ერთად ვასტრუქტურირებთ ფასიან ქაღალდს და შემდეგ უკვე სარეიტინგო კომპანიებთან ვმუშაობთ, იმისათვის რომ კომპანიამ რეიტინგი აიღოს. პარალელურად, აქტიურად ვეხმარებით კომპანიას, რომ ბონდის პროსპექტი მომზადდეს, რომელიც საჯარო განთავსების შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.  ბოლო ეტაპი არის ბონდის მარკეტინგი ანუ გაყიდვა, როდესაც ინვესტორებისთვის ვაკეთებთ შეთავაზებას და ბოლოს განთავსებას", – განმარტავს თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

თიბისი კაპიტალი, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს მრავალი წელია უზრუნველყოფს. ამ კომპანიის საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. მსგავსი ემისიები კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს, ვინაიდან ემიტენტის და ინვესტორის ფასიანი ქაღალდის მიმართ ინტერესი და ცნობადობა იზრდება, ასევე იზრდება საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია.

"ასეთი ემისიები მნიშვნელოვანია ასევე იმისათვისაც, რომ ახალმა პოტენციურმა ემიტენტებმა მიიღონ ინფორმაცია და უფრო აქტიურად იფიქრონ იმაზე რომ სასესხო სტრუქტურის დივერსიფიკაცია გააკეთონ და დღეს თუ ძირითადად საბანკო სესხებით აფინანსებენ თავიანთ ბიზნესს, იფიქრონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, მათი რისკების მართვისთვის. მეორე მხრივ, ასეთი ემისიები ავითარებს ასევე უშუალოდ ინვესტორებსაც და ზოგადად ბაზარს", – ამბობს მერი ჩაჩანიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თიბისი კაპიტალს ძალიან ბევრი ემისია აქვს განთავსებული, ამ დრომდე საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი აქტიურად არ იღებდა მონაწილეობას, თუმცა, ბოლო მსხვილი ემისიის დროს, უკვე ახალი ორი კომერციული ბანკი, როგორც ინვესტორი დაემატათ, მათ არასოდეს ჰქონდათ შეძენილი ფასიანი ქაღალდი და მხოლოდ სესხებს გასცემდნენ. ახლა კი ამ მიმართულებითაც დაინტერესდნენ და ფასიანი ქაღალდები იყიდეს.

"რა თქმა უნდა, ასეთი აქტიურობა და ახალი ინვესტორების დაინტერესება სამომავლოდ ბაზარს კიდევ უფრო განავითარებს", – დასძენს თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი, მერი ჩაჩანიძე.

თიბისი კაპიტალს დღესდღეობით ბაზარზე ლიდერის პოზიცია აქვს, სამომავლოდ კომპანია აპირებს მომსახურების კიდევ უფრო განვითარებას და ბევრი ახალი საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას ბაზრისთვის, რაც კიდევ უფრო მეტ ემისიაში და ახალ ინვესტორებში გამოიხატება.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული –

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული – "საქართველოს ბანკის" გენდირექტორი

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული –

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული – "საქართველოს ბანკის" გენდირექტორი

წინა სტატია

Turkey considering restarting flights by mid-May – but only domestic trips at first
29 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ
29 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker