EBRD საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს $25 მილიონის სესხს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

აღნიშნული სესხით მოხდება GHG-ის მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის და კრიტიკული ხარჯების დაფინანსება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

როგორც EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაშია მითითებული, COVID-19-თან ბრძოლაში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს დახმარების თვალსაზრისით, რადგან ჯგუფმა მოახდინა 6 დიდი საავადმყოფოს ადაპტირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ასევე, თანხვედრაშია WHO-ს საერთაშორისო გაიდლაინებთან.

პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს COVID-19 ტესტირების განხორციელებას ქვეყნის ყველაზე მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია Megalab-ში, რომელიც, ასევე, დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ.

ჩვენ გირჩევთ

ევროკავშირის მტკივნეული ტესტი გამძლეობაზე

აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ

ევროკავშირის მტკივნეული ტესტი გამძლეობაზე

ევროკავშირის მტკივნეული ტესტი გამძლეობაზე

წინა სტატია

EBRD has approved a loan of $25 million for Georgia Healthcare Group
01 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

კრიპტომორწმუნე
02 მაისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker