კრედო ბანკმა Triodos Investment Management-ის ფონდებისგან 14 მილიონი ლარი სუბორდინირებული სესხი მიიღო

კრედო ბანკმა 14 მილიონი ლარის მოცულობის 7 წლიანი სუბორდინირებული სესხი მისი აქციონერებისგან - Triodos Fair Share Fund და Triodos Microfinance Fund-ისგან მიიღო. აღნიშნულ ფონდებს მსოფლიოში აღიარებული სოციალური გავლენის მქონე ინვესტორი Triodos Investment Management მართავს. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებული ფინანსური რესურსი კრედო ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, რითაც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ ეფექტური ქმედებების განხორციელებაში დაეხმარება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი აქციონერები - Triodos Fair Share Fund და Triodos Microfinance Fund - ამ მნიშვნელოვანი გარიგებით მხარს უჭერენ კრედო ბანკს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ნდობას, რომ ბანკი წარმატებით გადალახავს COVID-19-ის შედეგად შექმნილ გლობალურ გამოწვევებს. ძლიერი ბიზნეს მოდელის წყალობით, კრედო აქტიურად განაგრძობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას, განსაკუთრებული აქცენტით მის ძირითად სეგმენტზე - სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ მსესხებლებზე." -განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

კრედო ბანკი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში მოღვაწე ათობით ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მხარდაჭერაში. სუბორდინირებული სესხი ხაზს უსვამს ჩვენს ნდობას კრედო ბანკისადმი და გამოხატავს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, რათა შევინარჩუნოთ ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურა საქართველოში და დავიცვათ იგი COVID-19-ის არასასურველი ზემოქმედებისგან.” - აღნიშნა ტიმ კრინსმა, Triodos Investment Management-ის ფონდის ხელმძღვანელმა.

 

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) -გან შედგება.

www.credobank.ge

კრედო ბანკის Facebook გვერდი 

Triodos Investment Management -ის შესახებ

Triodos IM აერთიანებს ინვესტორებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინვესტიცია მიმართონ ისეთი ინოვაციური მეწარმეებისა და ბიზნესებისკენ, რომლებიც იღწვიან გრძელვადიანი და პოზიტიური ცვლილებებისთვის. ამით Triodos IM აძლიერებს და აქტიურად უჭერს მხარს სექტორებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ, სამყარო გახადონ უფრო სამართლიანიმდგრადი და ჰუმანური. Triodos IM საინვესტიციო ფონდებით 25 წელია ხელს უწყობს შემდეგ დარგებს: განახლებადი ენერგეტიკა და კლიმატი, ფინანსური ჩართულობა და სოფლის მეურნეობის მდგრადობა. გარდა ამისა, ინვესტირებას ახდენს კომპანიებში, რომელთაც რეალური წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო განვითარებაში. Triodos IM -ის აქტივები 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით 4,6 მილიარდ ევროს შეადგენს.

 www.triodos-im.com

ჩვენ გირჩევთ

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული –

"საქართველოს ბანკი" საერთაშორისო ინსტიტუტებისგან დამატებით $700 მლნ–მდე მოზიდვას ვარაუდობს

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული –

ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული – "საქართველოს ბანკის" გენდირექტორი

წინა სტატია

Sweden’s Coronavirus Approach Not A Model To Copy, Warns Goldman Sachs
07 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

CREDO Bank Received GEL 14 Million Subordinated Debt from funds managed by Triodos Investment Management
07 მაისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker