იყო რისკი, რომ კორონავირუსის 20 000 ტესტი გზაში მოეხსნათ – "საქართველოს ბანკის“ გენდირექტორი

იყო რისკი, რომ კორონავირუსის 20 000 ტესტი გზაში მოეხსნათ, თუმცა, ახლა ტესტები საქართველოშია და მისი მოხმარება გრძელდება, – ამის შესახებ "საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, "საქართველოს ბანკმა“ შეძლო, საქართველოსთვის შეეძინა 20 000 ტესტი და 10 სასუნთქი აპარატი.

"მივედით დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ბატონ ამირანთან და ვკითხეთ რა შეიძლება გავაკეთოთ, იმ პერიოდისთვის არ იყო გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან, გარკვეულწილად ხდებოდა უცებ მობილიზება ბიზნესებისგან... ფონდში შეტანას ვარჩიეთ რომ პირდაპირ სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილება.. ბიუროკრატია რომ არ ყოფილიყო.. გვითხრეს რომ ტესტების ნაწილში გვჭირდება დახმარება. საინტერესო ის იყო, რომ მათთან ერთად შევძელით ამის იმპორტი, თუმცა, იყო რისკი რომ გზაში მოეხსნათ ტვირთი“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ტესტები ინგლისის გავლით უნდა ჩამოეტანათ საქართველოში:

"ინგლისის გავლით წამოვიდა ეს ტვირთი და იყო რისკი, რომ ვინაიდან იქ იყო საგანგებო მდგომარეობა, ასეთ მდგომარეობაში საზღვარზე როგორც კი ხვდება ტვირთი, ის გადამისამართდება სტრატეგიულ ტვირთად და ლოკალურ მოხმარებაზე გადადის, მიუხედავად იმისა ვისია ეს ტვირთი. ანალოგიური არის თურქეთთან მიმართებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია სახელმწიფოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი როლი ითამაშა, მოკლედ ეს ტესტები ჩამოვიდა საქართველოში და დღეს მოხმარებაშია“.

 

ჩვენ გირჩევთ

ორი რამ, რაც არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, უმნიშვნელოვანესია პანდემიის საფრთხის დროს

შვედეთის მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლისთვის სხვა ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენონ – Goldman Sachs

ორი რამ, რაც არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, უმნიშვნელოვანესია პანდემიის საფრთხის დროს

ორი რამ, რაც არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, უმნიშვნელოვანესია პანდემიის საფრთხის დროს

წინა სტატია

ორი რამ, რაც არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, უმნიშვნელოვანესია პანდემიის საფრთხის დროს
07 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Covid-19, ბიზნესი და გადასახადები
07 მაისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker