საქართველოს სახელმწიფო ვალმა 12.4 მილიარდ ლარს მიაღწია

31 ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ივნისის ბოლოს საგარეო ვალი 9.4 მილიარდი ლარი იყო, ივლისის ბოლოს უკვე 9.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ივლისში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 31 მილიონით შემცირდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 59 მილიონით გაიზარდა. საშინაო ვალი კი ივლისში 44 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

წინა სტატია

რა ღირს საქართველოს ნაკრები?
04 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2 პროცენტით გაიზარდა
02 სექტემბერი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker