რა ცვლილებები განახორციელა WOLT-მა პანდემიის გამო საქართველოში?

რა ცვლილებები განახორციელა WOLT-მა პანდემიის გამო საქართველოში?

ჩვენ დავიწყეთ უკონტაქტო მომსახურება – ანუ მიტანის დისტანციური სერვისი – მომხმარებელს ვუკაკუნებთ და მივდივართ, – ამის შესახებ WOLT-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში ნატალია ხიზანიშვილმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში პანდემიის შედეგად კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით,  ეს იყო ახალ რეალობას მორგებული პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიის მიმართულებით.

“მეორე ცვლილება – თუ ადრე მხოლოდ რესტორნებთან ვთანამშრომლობდით, ახლა დავიწყეთ სუპერმარკეტებთან და, პრაქტიკულად, ყველა ტიპის კომპანიასთან თანამშრომლობა – მიგვაქვს ყველაფერი, რის მიტანის საშუალებაც გვაქვს, და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მომავალშიც მხოლოდ ზრდაზე ვიქნებით ორიენტირებულები“, – აღნიშნა ნატალია ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, COVID-19-მა ყველა კომპანიის მუშაობის პრინციპები შეცვალა: – “მათ შორის, ჩვენიც და რამდენიმე მიმართულებით: პირველი – ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია, ვასრულებთ დისტანციურად – დისტანციურად მუშაობს ჩვენი მხარდაჭერის გუნდი. ასევე პარტნიორი კურიერების ტრენინგებსაც დისტანციურად ვატარებთ. ბევრ ახალ პარტნიორთან ვმუშაობთ, რომლებიც თვალით არ გვინახავს. ეს ძალიან საინტერესოა და, ალბათ, რაც ვისწავლეთ ამ პერიოდში ნამდვილად გაზრდის ჩვენს ეფექტიანობას უკვე პოსტპანდემიურ პერიოდშიც“.

აღსანიშნავია, რომ Wolt-ი 22 ქვეყანასა და 60 ქალაქში ოპერირებს. მას 10 ათასზე მეტი პარტნიორი რესტორანი, 20 ათასზე მეტი პარტნიორი კურიერი და 5 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

2014 წელს ფინეთში დაარსებულ კომპანიაში დღეს ჯამში 900 ადამიანი მუშაობს, საქართველოში Wolt-ი 2018 წელს შემოვიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *