აგვისტოში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 17 მილიონი დოლარით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 17 მილიონი დოლარით გაიზარდა

2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 17 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უცხოური ვალუტის რეზერვები ყოველთვიურად მცირდებოდა და ჯამში 230 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 626 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

აგვისტოს ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2261 მილიონი დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *