განსხვავებული ლიბერთი

უკვე ოთხი თვეა, “ლიბერთის“ გუნდს გენერალური დირექტორის პოზიციაზე საბანკო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ვასილ ხოდელი შეუერთდა. ყველაზე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების სამეულში შემავალი ბანკი ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. 

“ლიბერთიში“ დიდი ცვლილებები ხორციელდება, რაც პორტფელის დივერსიფიცირებას, მომხმარებელთა გაციფრულებას და ახალი, საინტერესო და მიმზიდველი პროდუქტების შექმნას მოიცავს. პროცესი დაწყებულია, ახალი სერვისების ნაწილი კი უკვე ამოქმედებული. პროცესების დაჩქარება ნაწილობრივ კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. მართალია, ეს ყველაფერი ერთიანი და ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდის გარეშე ნამდვილად არ გამოდის, თუმცა ლიდერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რას უნდა ელოდოს ტრადიციული და პოტენციური მომხმარებელი “ლიბერთის“ გუნდისგან, ამაზე ვასილ ხოდელმა Forbes-თან ისაუბრა.

COVID-19-ის გავლენებით რომ დავიწყოთ... რა შეიცვალა ეპიდემიის გამო ლიბერთიში“? რა გადაწყვეტილებების მიღება მოგიხდათ?

COVID-19-ის გამო, პრაქტიკულად პირველივე დღიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადავედით. თავდაპირველად მოგვიწია გარკვეული ცვლილებების განხორციელება სამუშაოს განრიგსა და ფორმატში. ეს არ იყო მარტივი, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ვემსახურებით ხალხს, რომელიც ტრადიციულად ბანკში დადის. საკმაოდ ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა მობილიზება მალევე მოვახდინეთ და “ლიბერთის“ მთელი ოჯახი, როგორც ერთი გუნდი, ახალ რელსებზე გადავედით. ამ ყველაფერმა გარკვეული შესაძლებლობებიც გააჩინა ჩვენთვის და ვფიქრობ, შექმნილმა ვითარებამ უფრო მკაფიოდ დაგვანახვა, რომ ჩვენი ოჯახი არის გუნდური… მეორე მხრივ, გარკვეული სიახლეები, ცვლილებები, ინოვაციები, რომელთა განხორციელებაც განსაზღვრულ ვადაში გვქონდა გამიზნული, უფრო დაჩქარებულ რეჟიმში განვახორციელეთ და ძალიან მოკლე დროში წარმატებით დავნერგეთ. პირველივე დღიდან დავიწყეთ მომხმარებლებისა და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

შემდეგ კი გადავედით ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რაც ჩვენი მხრიდან მომხმარებლებზე ზრუნვაზე მიუთითებს. კერძოდ, გამოვაცხადეთ 100-მილიონლარიანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ 70+ ასაკის მომხმარებელს. მათ წინასწარ ჩავურიცხეთ აპრილისა და შემდეგ უკვე მაისის თვის პენსია და იმისათვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველგვეყო, წინასწარ განსაზღვრული დღეები დავაწესეთ პენსიის გასანაღდებლად. ამისთვის შევქმენით სპეციალური ვებგვერდიც myliberty.ge, სადაც ამ ადამიანებს შეეძლოთ იმის გადამოწმება, თუ როდის უნდა მისულიყვნენ ბანკში ფულის ასაღებად. ამასთან, პენსიის ჩარიცხვისთანავე, შეეძლოთ თანხით ესარგებლათ და ბარათით გადახდის საშუალებით მაღაზიებსა და აფთიაქებში სასურველი პროდუქცია შეეძინათ. შემდეგ ეტაპზე მსგავსი პროგრამა უკვე სხვა ასაკობრივ სეგმენტზეც გავავრცელეთ. ასევე, ამავე პერიოდში გამოვაცხადეთ სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც დავარქვით “ლიბერთი გულით“, იმიტომ რომ ეს კარგ რეზონანსში იყო ჩვენი გუნდის გულანთებულობასთან რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებდით გულით. #ლიბერთიგულით პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით დახმარების აღმოჩენას, იქ, სადაც ყველაზე მეტად ვართ საჭირო: ეს იყო მოხუცების დახმარება, თავშესაფრებისა და პანსიონატების დახმარება და ა.შ. საბოლოო ჯამში ამ პროგრამაზე დაიხარჯა 1,365,000 ლარი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ იყო დღემდე ჯამურად COVID-19-ის პრევენციისა და ქველმოქმედების აქტივობებზე დახარჯული თანხა.

ფაქტობრივად, უკვე ნათელია, რომ ახალი კორონავირუსის გამო, საფინანსო ლანდშაფტი მთლიანად ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება. როგორ აპირებთ ამ ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობას?

სამწუხაროდ, მარტივი პერიოდი არ არის. ფაქტია, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება. კარგი ის არის, რომ ქართული ბანკები ამ გამოწვევას საკმაოდ მომზადებული შეხვდნენ. “ლიბერთიც“ მზად არის ამ რთუ ლი პერიოდის გასავლელად. მეორე მხრივ, ეს არის საინტერესო პერიოდი, რომელიც გარკვეულ შესაძლებლობებს გვაძლევს, იმიტომ რომ კიდევ უფრო აქტიური გახდება დისტანციური და ციფრული სერვისების მიწოდება. ამ კუთხით “ლიბერთი“ აქტიურად მუშაობს. უკვე გავუშვით განახლებული მობაილბანკი, ინტერნეტბანკი, ასევე ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთ- ერთმა პირველებმა შევქმენით ონლაინანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში, შეუკვეთოთ ბარათი და ისარგებლოთ საბანკო მომსახურებით. ეს პროექტიც ჩვენ საცდელი პროექტის ფარგლებში გვქონდა შემუშავებული, თუმცა პრაქტიკულად შესრულების ვადები ამ პერიოდში შევამცირეთ და ონლაინანგარიშის გახსნის სერვისი სულ რამდენიმე კვირის წინ ავამოქმედეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო POS- ტერმინალებიდან თანხის განაღდება.

კერძოდ, ცალკეულ ობიექტებში ბარათით გადახდისას, იმავე ტერმინალით ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ თანხის განაღდებაც. მაგალითად. იხდით პროდუქციის საფასურს, იქვე შეგიძლიათ ანგარიშიდან (ბარათიდან) თანხა გაანაღდოთ. ეს უკვე შესაძლებელია სააფთიაქო ქსელებში და ახლო მომავალში მათ სხვა კომპანიებიც დაემატება. ამ მხრივაც პირველები ვართ საქართველოში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს გუნდთან ერთად საკმაოდ კარგად ვუწყობთ ფეხს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რაც ეპიდემიამ წარმოქმნა.

პანდემიის და დაწესებული შეზღუდვების გამო ცალკეული სექტორები ტრანსფორმაციას განიცდის, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შექმნილი ვითარება დიდხანს გაგრძელდება?

გარკვეული ტიპის სცენარები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. რა თქმა უნდა, ყველაფრის გეგმა შემუშავებული გვაქვს და მგონია, რომ ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ლიბერთი ბანკი“ მზად არის. ყველაზე რთული სცენარისთვისაც კი. ვიცით, რომ ეკონომიკა შენელდა, გარკვეული დარგები კი შედარებით მეტად დაზარალდება. მაგალითად, ტურიზმის სექტორი. აქ ჩვენი გეგმაა, მაქსიმალურად ამოვუდგეთ მხარში იმ ხალხს, ბიზნესებს, რომლებსაც გაუჭირდებათ და ეს ნაწილობრივ გავაკეთეთ კიდეც.

ერთ- ერთი პირველები ვიყავით სამ დიდ ბანკს შორის, რომლებმაც განვაცხადეთ, რომ ყველა მომხმარებელს სესხების გადახდას სამი თვით გადავუვადებდით. ეს პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრა იყო, თუმცა შექმნილი კრიზისი არ არის მოკლევადიანი პრობლემა. ჩვენ ახლა უფრო სისტემურ ამოხსნაზე ვფიქრობთ, ამაზე ფიქრობს სახელმწიფოც, გარკვეული იდეებიც მუშავდება. რაც მთავარია, ვემზადებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. ჩვენ ვხსნით სპეციალურ საკრედიტო ხაზებს, რომლებიც უპრეცედენტო იქნება ლიბერთი ბანკისთვის“. უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ საკრედიტო რესურსი, რომელიც ასევე მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება მომხმარებლის ქცევა და როგორ აპირებთ, ამ გამოწვევას უპასუხოთ?

უფრო ციფრული და უფრო დისტანციური იქნება. სავარაუდოდ, ნაკლებად გამოიყენებენ ნაღდ ფულს. ჩვენი პროექტებიც ხომ ამისკენ არის მიმართული. იმავე სააფთიაქო ქსელებში პროდუქტის შეძენასთან ერთად თანხის განაღდების სერვისი, ონლაინანგარიშის გახსნის სერვისი და ა.შ. თუმცა, ამაზე ჩვენ არ ვჩერდებით. უახლოეს მომავალში გვექნება სხვა ციფრული პროდუქტებიც, რომლებიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფრო მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას შესთავაზებს მომხმარებელს.

რა იქნება COVID-19-ის შემდეგ ლიბერთის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი ფუნდამენტური სამუშაო ჩავატარეთ, რამაც დღეს იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ ლიბერთი ბანკმა“ თავი წარმოაჩინა ბაზარზე როგორც არა მხოლოდ სტანდარტული პროდუქტების, არამედ თანამედროვე და ინოვაციების ბანკმა. კონკურენტული უპირატესობა, თუ მკითხავთ, პირველ რიგში ლიბერთის” გუნდია, რომელიც არის გულანთებული, ენთუზიაზმით სავსე და უფრო მეტის შექმნას მოწყურებული. ამას გარდა, კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს ჩვენს საკმაოდ დივერსიფიცირებულ პორტფელში, როგორც სეგმენტურად, ასევე სექტორულად. დაბოლოს, უპირატესობად მიმაჩნია ჩვენი ბალანსის ლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც უფრო მეტი მოქნილობისა და სტაბილურობის შესაძლებლობას გვაძლევს.

თქვენ უკვე ოთხი თვეა, „ლიბერთის“ ხელმძღვანელობთ, რა დაგხვდათ და რისი შეცვლა გადაწყვიტეთ?

მე დამხვდა შესანიშნავი გუნდი, რომელიც მზად არის შედეგების დასადებად. ახლა გავდივართ საკმაოდ საინტერესო პროცესებს, ვმუშაობთ სტრატეგიულ დოკუმენტზე. ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შიგნით შევჯერდეთ საერთო ღირებულებებზე, გავითვალისწინოთ შექმნილი გარემოებები და მკაფიო კომუნიკაცია უზრუნველვყოთ როგორც ჩვენს მომხმარებელთან, ასევე ლიბერთის“ ოჯახის თითოეულ წევრთან. ლიბერთის“ განვითარების სტრატეგია პორტფელის დივერსიფიკაციას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს. მოგეხსენებათ, დღეს საცალო სექტორში ლიბერთი“ წარმოდგენილია გარკვეულ სეგმენტში. მაგრამ გვინდა უფრო გავფართოვდეთ, შედარებით უფრო ახალგაზრდა სეგმენტს შევთავაზოთ სიახლეები და გავამართლოთ სლოგანი, რომ ვართ ბანკი ყველგან და ყველასთვის“. ეს რეალურად განხორციელებადია, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენი ციფრული არხები არის მოქნილი და საინტერესო, არამედ პრაქტიკულად საქართველოს ნებისმიერ წერტილში ვართ წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს. იქაც კი ვართ, სადაც ციფრული არხებით მისვლა ჯერჯერობით შეუძლებელია.

რომელ სეგმენტში აპირებთ პოზიციების გაძლიერებას და როგორ აპირებთ ახალ სეგმენტზე გასვლას?

COVID-19-ის პირობებში ძალიან ფორსირებულად მოხდა ბანკის ტრადიციული მომხმარებლის ქცევის შეცვლაზე მუშაობა და შედეგი თვალსაჩინოა: ბანკომატით და ტერმინალებით სარგებლობამ, მოკლე დროში, დიდი ზრდა განიცადა. ჩვენ აქტიურად ვნერგავთ ახალ პროექტებს ჩვენი ტრადიციული სეგმენტისთვის, რათა ავამაღლოთ მათი მოტივაცია მობაილ- და ინტერნეტბანკის გამოყენების მიმართულებით. ჩვენ ერთ- ერთი პირველთაგანი ვიყავით ბაზარზე, ვინც დააანონსა, რომ მაგთის“, ჯეოსელისა“ და ბილაინის“ მომხმარებლებს მობაილბანკით სარგებლობა ინტერნეტის ამოწურვის შემთხვევაშიც შეეძლოთ. კომუნიკაციაში ახალგაზრდების ჩართვაც გადავწყვიტეთ. კერძოდ, ამ ინიციატივებით ჩვენ ერთგვარად მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, შედარებით ხანდაზმულ ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ბარათით გადახდა მარტივია, ინტერნეტბანკით სარგებლობა უსაფრთხო და კომფორტულია და ა.შ.. ამით, ერთი მხრივ, ვცდილობთ ტრადიციულ მომხმარებლებს დავეხმაროთ და გავუადვილოთ ცხოვრება და, მეორე მხრივ, ამ პროცესში ჩავრთოთ ახალგაზრდები: ხანდაზმული მოქალაქეების ახლობლები, შვილები და შვილიშვილები. ეს სხვა ტიპის ემოციებსაც წარმოშობს: ახლა შეიძლება ითქვას, რომ დრო გაჩერდა, ჩვენ კი ერთგვარად ვუბიძგებთ ადამიანებს, რომ ეს გაჩერებული დრო“ მე ტი ურთიერთობისა და ზრუნვისთვის გამოიყენონ. ეს კი, საბოლოო ჯამში, პოტენციური სამომხმარებლო სეგმენტის ლიბერთის“ ბრენდთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

დაბოლოს, რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი მიზანი არის ის, რომ “ლიბერთი“ მხო ლოდ სიდიდით და აქტივებით მესამე ბანკი კი არ იყოს საქართველოში, არამედ მომხმარებლის მიერ საბანკო მომსახურების განხილვისას, არჩევანის ტოპ-სამეულში მოვხვდეთ, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მივაღწევთ.

ჩვენ გირჩევთ

Alibaba's Jack Ma to Leave SoftBank Board On June 25

Alibaba's Jack Ma to Leave SoftBank Board On June 25

Alibaba's Jack Ma to Leave SoftBank Board On June 25

Alibaba's Jack Ma to Leave SoftBank Board On June 25

წინა სტატია

"აჭარა ჯგუფი" რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს ივნისიდან ეტაპობრივად გახსნის
18 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამბები, რასაც ამ კვირას უნდა ველოდოთ
18 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker