მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამბები, რასაც ამ კვირას უნდა ველოდოთ

მთელი მსოფლიოს ყურადღება გადართულია ეკონომიკის აღდგენის პროცესებზე. მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანიები, საწარმოები ელოდებიან ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულ მოხსნას, ნაწილი შეზღუდვები ცალკეულ ქვეყნებში უკვე შემსუბუქდა და გრძელდება ეს პროცესი. ეს კვირა ამ მხრივ შედარებით ნაკლებად აქტიური იქნება წინა კვირასთან შედარებით. თუმცა, ამ კვირაში ნელ-ნელა დაიწყება ციფრებში იმის გარკვევა, თუ რა ზიანი მიადგა ქვეყნებს პანდემიის გამო.

დავიწყოთ რუსეთით, დღეს გამოაქვეყნებენ პირველი კვარტლის მშპ-ს შესახებ მონაცემებს. ასევე იაპონიაში სავაჭრო ბალანსის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონეს მარტის თვის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ, გერმანიაში კი ბუნდესბანკის თვიურ ანგარიშს ელოდებიან, კანადაში რითეილ გაყიდვების ახალი სტატისტიკაც გახდება ცნობილი. ბუნებრივია, არავინ ელოდება, რომ ეს რომელიმე მონაცემი იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე წინა კვარტლებსა და გასულ წლებში.

გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელია, დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეიკრიბებიან და არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, პარალელურად მიმდინარე კვირას ცნობილი გახდება ევროკავშირში ინფლაციის ახალი მაჩვენებლები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ევროზონა ისედაც განიცდიდა ინფლაციის დაბალ დონეს ჯერ კიდევ მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისამდე. ახლა კი მოთხოვნის შემცირებამ, სოციალურმა დისტანცირებამ და ნავთობის ფასების დაცემამ, კიდევ უფრო შეამცირა ინფლაციის დონე. ვნახოთ როგორი იქნება ზუსტი მაჩვენებელი, რასაც დღეს გამოაქვეყნებენ.

ასევე, მიმდინარე კვირას, პანდემიის გამო გაჩერებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის შესახებ ელოდებიან განცხადებების გაკეთებას. ივნისამდე ევროპაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღებაზე არ საუბრობენ, თუმცა, რიგ ქვეყნებს ზუსტად ჯერ არ გადაუწყვეტია როდის დაიწყებს ტურისტების მიღებას. არადა, ბევრი ქვეყნისთვის ტურიზმი ეკონომიკის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ეს განსაკუთრებით ეხება მაგალითად, იტალიას, საბერძნეთსა და თურქეთს.

რაც შეეხებ მსხვილ ბიზნეს გარიგებებს, როგორც ცნობილია SoftBank-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს T-Mobile-ის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია აქციების გერმანულ კომპანია Deutsche Telekom-სთვის მიყიდვაზე. ჯერჯერობით დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა, შესაძლოა, ეს მიმდინარე კვირასაც გაირკვეს, თუ რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები შედგა.

ჩვენ გირჩევთ

განსხვავებული ლიბერთი

როცა მუსიკა ყველა მიმართულებით გიყვარს – ქართველი მუსიკოსი დავით აბულაძე აშშ-ში სოლო პროექტს ქმნის

განსხვავებული ლიბერთი

განსხვავებული ლიბერთი

წინა სტატია

განსხვავებული ლიბერთი
18 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Apple-მა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიური კომპანია NextVR-ი იყიდა
18 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker