გერმანიაში წყალბადის ენერგიის ქსელის უმსხვილესი პროექტის განხორციელებას აპირებენ

გერმანული გაზსადენების ოპერატორები აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის გეგმავენ 1200 კილომეტრის სიგრძის ქსელის აშენებას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით წყალბადის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

660 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ჩრდილოეთის რაინ ვესტფალიას ქვემო საქსონიის რეგიონთან დააკავშირებს, ის ასევე დაკავშირებული იქნება სამხრეთ გერმანიასთანაც.

როგორც FNB Gas-ის მმართველმა დირექტორმა ინგა პოშჩმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი პირველი ნაბიჯი იქნება წყალბადის ეროვნული ქსელის შექმნის კუთხით.

"სრულიად ახალი ენერგო პროექტი გერმანიაში არსებული გაზის ქსელის ბაზაზე შეიქმნება, რომელიც ისეთ სამრეწველო სექტორებს, როგორიცაა ფოლადი და ქიმიკატები, მისცემს შესაძლებლობას გახდნენ უფრო კლიმატ-ნეიტრალურები“, – განაცხადა პოშჩმა.

გერმანიის მთავრობა აპირებს წარადგინოს წყალბადის ენერგიის ეროვნული სტრატეგია მომდევნო კვირების განმავლობაში, რაც ამ დრომდეც უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ მას ხელი შეუშალა.

ჩვენ გირჩევთ

წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივა ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის შესახებ

წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

წინა სტატია

Here's How Much Investing $1,000 In The 2014 Alibaba IPO Would Be Worth Today
20 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

German pipeline operators present plan for world’s largest hydrogen grid
20 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker