Victoria's Secret-ი აშშ-სა და კანადაში 250 მაღაზიას ხურავს

Victoria's Secret-ი გეგმავს სამუდამოდ დახუროს 250 მაღაზია აშშ-სა და კანადაში მიმდინარე წელს. ამის შესახებ მისმა დედა კომპანია  L Brands-მა განაცხადა.

აღნიშნული კომპანია ასევე გეგმავს, რომ დახუროს Bath & Body Works-ის 50 მაღაზიაც აშშ-ში და კიდევ ერთი კანადაში.

L Brands-ი ამერიკული კოსმეტიკისა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სწორედ Victoria's Secret-სა და Bath & Body Works-ს ფლობს. L Brands-ის გაყიდვები წლის პირველ კვარტალში 37%-ით დაეცა და ეს არც ყოფილა გასაკვირი, ვინაიდან 17 მარტიდან აშშ-ში ამ კომპანიის მაღაზიები პანდემიის გამო დახურულია.

აღსანიშნავია, რომ Victoria's Secret-ს აშშ-ში 1 091 მაღაზია აქვს. კანადის მასშტაბით კი 909. კორონავირუსის გამო დროებით დახურული მაღაზიების გახსნა ნელ-ნელა დაიწყება.

"ველოდებით, რომ ივლისის ბოლოსთვის ჩვენი მაღაზიების უმრავლესობა უკვე ღია იქნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

 

ჩვენ გირჩევთ

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!

გერმანიაში წყალბადის ენერგიის ქსელის უმსხვილესი პროექტის განხორციელებას აპირებენ

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!

 

წინა სტატია

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!
21 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Victoria's Secret to close about 250 stores in the U.S. and Canada, Bath & Body Works to close 50
21 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker