18 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიმართება

საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით 2015 წლის 18 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „Batumi 2015” ჩატარდება.

ფორუმს 150-ზე მეტი რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი და წარმომადგენელი დაესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახსნიან.

მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას ასევე მიწავდიან საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

ფორუმი ასევე ითვალისწინებს პანელურ დისკუსიას თემაზე „ბიზნესის კეთება საქართველოში - წვდომა ფინანსებზე“ , რომლის მონაწილეებიც იქნებიან EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია დამსწრე საზოგადოებისათვის  საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და ორმხრივი სესიები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან.

წინა სტატია

მთავრობას საშინაო ვალის აღება ისევ გაუძვირდა
09 September, 2015

შემდეგი სტატია

ბოლო ერთ წელიწადში ლარი 38.5%-ით გაუფასურდა
10 September, 2015
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker