აქვს თუ არა ბერნარ არნოს კლუბ "მილანის“ ყიდვის სურვილი

აქვს თუ არა ბერნარ არნოს კლუბ "მილანის“ ყიდვის სურვილი

აქვს თუ არა ბერნარ არნოს საფეხბურთო კლუბ “მილანის“ ყიდვის სურვილი? ამის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. გასულ კვირას გავრცელებული ცნობით, არნოს სურს კლუბის ყიდვა, უფრო მეტიც წერდნენ, რომ მას კლუბის აღმასრულებელ ხელმძღვანელად არიედო ბრაიდას, ტექნიკური საკითხების დირექტორად მალდინის და მენეჯერად ანდრეი შევჩენკოს დანიშნვა ჰქონდა განზრახული.

შემდეგ უკვე MilanNews-მა გადაამოწმა ინფორმაცია და დაწერა, რომ არნოს არ აქვს “მილანის“ ყიდვის სურვილი და ამ დროისთვის ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

იგივეს წერს გამოცემა sempremilan-იც, ცნობილი ჟურნალისტის ენცო ბუჩიონის თქმით კი, კლუბის შესყიდვა ამერიკელ მილიარდერს დენ ფრიდკინს ჰქონდა განზრახული. თუმცა, მენეჯმენტმა 1 მილიარდი ევრო მოითხოვა, რის გამოც მილიარდერმა უარი თქვა მის შესყიდვაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *