ჩინეთის $941-მილიარდიანი ფონდი უფრო მოქნილ აქტივებს ეძებს

ჩინეთის ინვესტიციების კორპორაცია (China Investment Corp), რომელიც ქვეყნის სუვერენულ ფონდს წარმოადგენს, უფრო მოქნილი აქტივებს ეძებს ბაზარზე, ვინაიდან მას სურს გრძელვადიანი სარგებლის მიღების უზრუნველყოფა. ამის შესახებ ქვეყნის $941–მილიარდიანი სუვერენული ფონდის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ჟაო ჰაიინგი აცხადებს.

ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიამ გაზარდა ინვესტიციები. ფონდმა დაამატა აქციები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე გაზარდა წარმომადგენლობა აზიის რეგიონში. გასულ წელს კი საზღვარგარეთ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ფონდს 17%-ი უკან დაუბრუნა. დაახლოებით მსგავსი მოგება ნახა კომპანიამ 2017 წელსაც (17.6%).

პეკინში დაფუძნებულ ფონდს თავისი საინვესტიციო სტრატეგიები აქვს. კომპანია გეგმავს ახალი ალტერნატივების უზრუნველყოფას, ასევე პირდაპირი ინვესტიციების გაზრდას გლობალური აქტივების 50%-ით 2022 წლისთვის.

"როგორც გრძელვადიანმა ინვესტორმა, ჩვენ გვსურს ზრდაში ჩავდოთ ინვესტიცია. გამომდინარე ბევრი გარე შოკიდან, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფოკუსირება მოვახდინოთ უფრო მოქნილ სფეროებზე, სტრატეგიებსა და თემებსა და ავიცილოთ თავიდან მყიფე სფეროები“, – განაცხადა ფონდის ვიცეპრეზიდენტმა.

სუვერენულ ფონდებს პანდემიამ და გლობალური ნავთობბაზრის ჩამოშლამ უდიდესი პრობლემები მოუტანა. ნორვეგია მაგალითად, გეგმავს სუვერენული ფონდიდან დაახლოებით $38.2 მლრდ მიმართოს სწორედ შექმნილი პრობლემების გამოსწორებისკენ.

ჩინეთის სუვერენული ფონდის ვიცეპრეზიდენტის თქმით, განვითარებად ბაზრებზე კიდევ უფრო ნაკლებად სტაბილური ვითარებაა. მან მთავრობებს უფრო მეტად თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ყველა, რომ საფრთხის შემცველია არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ამ ვითარებაში.

ჩვენ გირჩევთ

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს მუდმივად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას სთავაზობენ

აქვს თუ არა ბერნარ არნოს კლუბ "მილანის“ ყიდვის სურვილი

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს მუდმივად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას სთავაზობენ

კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს მუდმივად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას სთავაზობენ

წინა სტატია

China’s US$941 billion sovereign fund seeks more resilient assets to improve on 17 per cent gain in 2019
25 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

"ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს
25 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker