წერილი, რომელიც ტიმ კუკმა Apple-ის თანამშრომლებს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით მისწერა

წერილი, რომელიც ტიმ კუკმა Apple-ის თანამშრომლებს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით მისწერა

Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რომელიც მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხებოდა. პოლიციელი, რომელიც კვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, რომელიც შეუიარაღებელი იყო, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. იყო შეტაკებები პოლიციასთან, ასევე მოროდიორობის ფაქტები რამდენიმე ქალაქში.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში ტიმ კუკი გმობს მკვლელობას და მოუწოდებს ყველას, რომ ხელი შეუწყონ „უკეთესი მსოფლიოს შექმნას ყველასათვის“.

“ახლა ტკივილი ძალიან ღრმად ჩაწვდა ჩვენი ერის და მილიონობით ადამიანის სულებს. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და გავაცნობიეროთ შიში, ტკივილი და შეურაცხყოფა, რაც გამოიწვია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ და ასევე რასიზმის უფრო ხანგრძლივი ისტორია. მტკივნეული წარსული დღესაც გრძელდება“, – წერს ტიმ კუკი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონები შეიცვალა, რეალობა არ შეცვლილა მათი დაცვის კუთხით.

ტიმ კუკი აღნიშნავს, რომ ამერიკაში პროგრესი არის, თუმცა, კანის ფერის განსხვავებულობის გამო, საზოგადოებებში მაინც არსებობს დისკრიმინაცია.

“მე გამიგია ბევრი თქვენგანისთვის, რომ გეშინიათ, გეშინიათ თქვენს საზოგადოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და გეშინიათ თქვენი კანის ფერის გამო“, – წერს ტიმ კუკი.

მისივე თქმით, Apple-ის მისიაა, რომ შექმნას ტექნოლოგია, რომელიც გააძლიერებს ხალხს, რომ შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისკენ“, – წერსი კუკი და დასძენს, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

მისივე თქმით, კომპანია ახორციელებს არაერთ დონაციას რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

“ყველა ჩვენს კოლეგას, რომელსაც ტკივილი ადგება ახლა, მინდა ვუთხრა რომ იცოდეთ, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ გვაქვს რესურსები თქვენს მხარდასაჭერად. ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი რესურსები, რაც თქვენ დაგეხმარებათ, მათ შორის დასაქმებულთა დახმარების პროგრამა, მენტალური ჯანმრთელობის რესურსები“, – წერს ტიმ კუკი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *