წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ცნობილმა ადმიანებმა ერთად წელს გამოიმუშავეს $6.1 მილიარდი გადასახადების გარეშე, რაც 2019 წელთან შედარებით $200 მილიონით ნაკლებია. ამის მიზეზი კი გლობალური პანდემია გახდა, რის გამოც დაიხურა სტადიონებიც და შეწყდა მუსიკალური კონცერტებიც.

Forbes-ის მიხედვით, წელს ყველაზე მაღალანზღაურებადი ცნობილი ადამიანები კაილი ჯენერი და კანიე უესტი არიან, რომლებმაც $590 და $170 მილიონი გამოიმუშავეს. უესტმა თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გამოიმუშავა Adidas-სთან შეთანხმებით, ხოლო ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის 51% აქციების გაყიდვით მიიღო უმეტესი შემოსავალი იანვარში.

სპორტსმენებს შორის ასევე დიდი შემოსავალი მიიღო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა – $106.3 მილიონი, ხოლო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ $105 მილიონი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად „სელებრითებს“ შორის ჭარბობს სპორტსმენები. თუმცა, არიან სხვებიც. მათი ათეული წელს ასე გამოიყურება:

  1. კაილი ჯენერი – $590 მილიონი
  2. კანიე უესტი – $170 მილიონი
  3. როჯერ ფედერერი – $106.3 მილიონი
  4. კრიშტიანუ რონალდო – $105 მილიონი
  5. ლიონელ მესი – $104 მილიონი
  6. ტაილერ პერი – $97 მილიონი
  7. ნეიმარი – $95.5 მილიონი
  8. ჰოვარდ სტერნი – $90 მილიონი
  9. ლებრონ ჯეიმსი – $88.2 მილიონი
  10. დუეინ ჯონსონი – $87.5 მილიონი.

ჩვენ გირჩევთ

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

EVEX-ი EBRD-ის 2020 წლის მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური მოვლენები

წინა სტატია

კარანტინის ჩემპიონები. როგორ გაიზარდა Zoom-ი, Netflix-ი და Amazon-ი
09 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 42 პროცენტით შემცირდა
09 ივნისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker