უსაფრთხო, მხიარული და ონლაინ!

უსაფრთხო, მხიარული და ონლაინ!

რას პირდებიან ონლაინ Fuckuo Nights-ის ორგანიზატორები სტუმრებს?

ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გავაზიაროთ ვირუსი ჩვენს ივენთებზე, გადავწყვიტეთ, გავაზიაროთ მარცხის ისტორიები ონლაინ! იმისთვის, რომ ჩვენი გლობალური ქომიუნითი იყოს უსაფრთხოდ, ჩვენი სოციალიზაცია, შეკრებები და ივენთები გადავიდა ონლაინ, რათა თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. 

გეპატიჟებით საკუთარ სახლში უსაფრთხოდ დასარჩენად, რათა ჩვენს გაბედულ მომხსენებლებთან და მათ დაუჯერებელ მარცხის ისტორიებთან ერთად განვმუხტოთ ეს სიტუაცია!

“ცხელი ზაფხულის დაწყებამდე კიდევ ერთ ზუმივენთის გაკეთება გადავწყვიტეთ, იმედია მალე შევხვდებით ფიზიკურ რეჟიმში” – Fuckup Night-ის თანაორგანიზატორი გური ქოიავა.

ვინ არიან სპიკერები?

ღონისძიების მოდერატორია შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე. Fuckup Nights ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით. 

ივენთის პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus), სექტორი 3 • Sector 3Prodemos • პროდემოსიGrant Thornton GeorgiaKedari Ventures • კედარი ვენჩერსWolt  და ლუდი ქარვ • Karva.

ჩვენი მედია პარტნიორები არიან Forbes Georgiabpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და AT.ge.

რა არის Fuckup Nights? Fuckup

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

Linkedin Event / Facebook Event

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *