OPEC-მა ნავთობზე მოთხოვნის დინამიკასთან დაკავშირებით პროგნოზი უცვლელი დატოვა

OPEC-მა ნავთობზე მოთხოვნის დინამიკასთან დაკავშირებით პროგნოზი უცვლელი დატოვა

OPEC-მა ნავთობზე მოთხოვნის დინამიკასთან დაკავშირებით წინა პროგნოზი უცვლელი დატოვა. ორგანიზაცია მიმდინარე წელს დღეში მოთხოვნის კვლავ 9.1 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებს წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

OPEC-ის მონაცემებით, ნავთობზე მოთხოვნა 2020 წლის მეორე კვარტალში 81.3 მილიონ ბარელამდე შემცირდება დღეში, მესამე კვარტალში – 92.3 მილიონ ბარელამდე, ხოლო მეოთხე კვარტალში 96.3 მილიონ ბარელამდე.

ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია და მისი ნეგატიური გავლენებია.

გარდა ამისა ორგანიზაცია ელოდება, რომ არაწევრ ქვეყნებში ნავთობის წარმოება 2020 წელს დღეში 3.2 მილიონი ბარელით შემცირდება. რაც შეეხება თავად OPEC-ის წევრ ქვეყნებს, მაისში წარმოება დღეში 6.3 მილიონი ბარელით შემცირდა და 24.2 მილიონი ბარელი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო ფასებიც დაეცა, რის გამოც OPEC-მა წარმოების შეკვეცის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *