Facebook-ის ყოფილი აღმასრულებელი ფიქრობს, რომ კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიშლება

Facebook-ის ყოფილი აღმასრულებელი ფიქრობს, რომ კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიშლება

Facebook-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელძღვანელი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიური კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიშლება. ინვესტორმა ჩამათ პალიჰაპიტიამ  თავისი ქონების ნაწილი სწორედ Facebook-ში ყოფნისას დააგროვა, სადაც ის ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი აღმასრულებლის პოსტს იკავებდა. ის კომპანიას 2007 წელს შეუერთდა და 2011 წელს დატოვა.

მას შემდეგ მან არაერთხელ გააკრიტიკა ყოფილი დამსაქმებელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელს მნიშვნელოვანი როლი აქვს იმაში, რომ მოხმარებელს მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.

თუმცა, პალიჰაპიტია ფიქრობს, რომ Facebook-ს და სხვა მის მსგავს გიგანტურ კომპანიებს „იმუნიტეტი“ აღარ აქვთ რეგულაციების მიმართ. ინვესტორი ამბობს: “დაიშლებიან ისინი? დიახ“.

უფრო კონკრეტულად, Facebook-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სოციალური ქსელის, ასევე სხვა ტექნოლოგიური გიგანტების, მაგალითად Amazon-ის, Google-ის და Apple-ის დაჯარიმება და მათ წინააღმდეგ გამოძიებები დაიწყება მსოფლიოს მასშტაბით. „თავდაპირველად მათ უზარმაზარ გადასახადებს დაუწესებენ, შემდეგ კი ისინი ნდობას დაკარგავენ“, – ამბობს პალიჰაპიტია.

მისივე თქმით, ამ პროცესს დიდი ხანი არ დასჭირდება.

“რეგულატორები თავიანთ გზას იპოვნიან, ეს ინტერნეტ კომპანიები ძირს უთხრიან იმას, რაც რეგულატორებს სურთ, და რაც ძალაუფლებაა“, – აღნიშნა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *