საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასება

საქართველოს საბანკო სექტორი ერთ- ერთი ყველაზე კარგად განვითარებულია რეგიონში. ფინანსური სექტორი ეკონომიკის ერთ- ერთ უმძლავრეს სექტორად რჩება. ბოლო ათწლეულების მანძილზე მან დაამტკიცა, რომ ბევრ გამოწვევას შეუძლია, გაუძლოს, მათ შორის, 2008-ის ფინანსურ კრიზისს, ისევე როგორც Covid-19-ით გამოწვეულ ბოლოდროინდელ ვითარებას. სექტორი პანდემიის აღმოცენებას ძლიერი პოზიციიდან შეხვდა, გადაუხდელი ვალების დაბალი მაჩვენებლებით, მძლავრი კაპიტალიზაციითა და კარგი ლიკვიდურობით. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეგულაციური ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობიან გასესხებას, Basel III-თან თანხვდენილ კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჩარჩოებს უკავშირდება, ადეკვატური და შორსმჭვრეტელური აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სექტორის მედეგობა. მომდევნო 18 თვე გამოწვევებით იქნება სავსე და შესაძლოა, ვეღარ გავხდეთ მოგებიანობის ისეთივე მაღალი მაჩვენებლების მომსწრე, როგორსაც უწინ აჩვენებდნენ ქართული ბანკები. მიუხედავად ამისა, სექტორი ჯანსაღ მდგომარეობას ინარჩუნებს და მიდგომა კრიზისისადმი კომპეტენტურია. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ სექტორს დიდი მხარდაჭერა აქვს ისეთი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან, როგორიც EBRD-ია.

როგორ უმკლავდება სექტორი Covid-19-ის გამოწვევებს

მიმდინარე კრიზისი არც ერთ სხვა კრიზისს არ ჰგავს, შესაბამისად, ჯერჯერობით რთულია საფუძვლიანი პროგნოზისა და იმ გავლენების სიღრმისეული ანალიზის გაკეთება, რომელთაც კრიზისი მოახდენს ფინანსურ სექტორზე, კერძო სექტორსა და, ზოგადად, ეკონომიკაზე. ამდენად, ვიტყოდი, რომ ეს ერთ- ერთი მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან მას პრეცედენტი არ გააჩნია. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ფინანსური სექტორი მედეგია და ძალიან კარგად მართული, რისკის მენეჯმენტის ძლიერი პრაქტიკებით აღჭურვილი. სექტორი კრიზისს ბეჯითად უმკლავდება, ზრუნავს თავისი კლიენტების, მომხმარებლებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამასთან, ადგილობრივი ბანკებისა და მთავრობის საგანგებო გეგმის მიხედვით კოორდინირებულმა მოქმედებებმა ვალების გადახდის რესტრუქტურირებამდე მიგვიყვანა, რაც, პირველ რიგში, კლიენტების რისკთა შემსუბუქებას და შემდეგ უფრო გრძელვადიანი ოპერაციებისთვის საჭირო მარაგების მობილიზებას ისახავს მიზნად. საბანკო და კერძო სექტორების კიდევ ერთ გამოწვევად სავალუტო კურსის რყევები შეიძლება, მივიჩნიოთ. მართალია, პანდემიის აფეთქებიდან მოყოლებული, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომებს იღებს, რათა სექტორის ლიკვიდურობას შეუწყოს ხელი, გაცვლითი კურსი კვლავ მკვეთრად არამყარია. ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივ ვალუტას საკმარისი ლიკვიდურობა ჰქონდეს ეკონომიკაში. ბოლო რამდენიმე წელია, EBRD, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, აქტიურად ცდილობს, ადგილობრივი ვალუტის მისაწვდომობა გაზარდოს.

ამ წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დერივატივების კანონი მიიღო – საეტაპო გადაწყვეტილება, რომელიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, თავისი რისკებისა და უცხოური სავალუტო კურსისადმი მოწყვლადობის ჰეჯირება მოახდინოს. ეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან მიმდინარე თანამშრომლობის შედეგი იყო, სადაც, ჰეჯირების მექანიზმის შემუშავების მიზნით, EBRD-მა ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. ამასთან, კანონპროექტი უაღრესად დროული გამოდგა, რადგანაც, აპრილის ბოლოს, შუაგულ კრიზისში, მან EBRD-სა და NBD-ის საშუალება მისცა, ძალები გაეერთიანებინათ და ე.წ. სავალუტო სვოპისთვის მიემართათ ქართული ლარის მისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამ ტრანზაქციის დახმარებით მოხდა ქართული ლარის ლიკვიდურობაზე საიმედო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რამაც შესაძლებელი გახადა ვალის ადგილობრივი ვალუტით გაცემა იმ ფირმებისთვის, რომლებიც პანდემიის შედეგად დროებითი პრობლემების წინაშე არიან. ამ ნაბიჯმა მყარ ვალუტაში საკმარისი რეზერვების არსებობაც უზრუნველყო.

EBRD-ის მხარდაჭერა სექტორს

EBRD-ის მხარდაჭერა არა მხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ ზოგადად ეკონომიკაზე ვრცელდება. Covid-19-ის გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ჰოლისტური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსური სექტორი და ეკონომიკა ერთიმეორეზეა დამოკიდებული, ამდენად, ერთს მეორის გარეშე სათანადო ფუნქციონირება არ შეუძლია. ამ უჩვეულო დროს ჩვენ მზად ვართ ეკონომიკისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად როგორც ინვესტიციების, ისე პოლიტიკურ დიალოგებში ჩართულობის მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, საქართველოში იმდენი მხარდაჭერა გამოვგზავნოთ, რამდენიც საჭიროა. ამასთან, ჩვენი Advice for Small Business-ის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კომპანიებთან და სთავაზობს მათ ექსპერტიზასა და მხარდაჭერას, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი ეფექტიანობა და ზრდა ელ- ვაჭრობის მეშვეობით და, ზოგადად, გააძლიერონ აქტივობები კრიზისის დასაძლევად.

რეკომენდაციები

ნებისმიერი კრიზისის დროს რღვევებსა და ცვლილებებს ყოველთვის მოაქვთ ახალი შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოწმენი გავხდით, თუ როგორ სწრაფად მისცა ბანკებს (და არა მხოლოდ მათ, მთელ ბიზნესს) დისტანციურმა მუშაობამ საშუალება, თავიანთი ციფრული უნარები გაეძლიერებინათ. ბანკებმა მობილური- და ინტერნეტბანკინგი უფრო ეფექტიანი გახადეს, რითაც დისტანციურად განხორციელებულ ტრანზაქციათა რიცხვი გაიზარდა. ფინანსური ტექნოლოგია და სხვა სახის ციფრული მექანიზმები ერთ- ერთი მიმართულებაა, რასაც ბანკებმა დაბეჯითებით უნდა მისდიონ. ზოგმა ბანკმა უკვე ჩაუშვა ახალი პროდუქტები, როგორიც, მაგალითად, პირველი ციფრული ბარათია. და ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგიისა და განვითარების თვალსაზრისით, შესაძლებლობები უსაზღვროა.

კარგად მართული და ლიკვიდური საბანკო სექტორი დარჩება მთავარ ფაქტორად ეკონომიკის მხარდაჭერისა და მისი სიძლიერის შენარჩუნებისათვის. კერძო სექტორი სერიოზულად იქნება დამოკიდებული ნასესხები თანხების გასესხებასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს არსებული კლიენტებისთვის გამიზნულ ბიზნესის გრძელვადიან გეგმებზე რაც მომხმარებლებისადმი გარკვეული ემპათიის გამოხატვა იქნება და, ამავე დროს, მყარი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებასაც შეუწყობს ხელს. აუცილებელია ბიზნესების საწარმოო უნარებისა და ხალხის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება. გაკოტრების რისკებისა და უმუშევრობის ზრდის შემსუბუქება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის დასასრულს სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ გრძელვადიან ჭრილში, Covid-19-ის მიღმა. EBRD გააგრძელებს თავის პარტნიორ ბანკებთან მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ ეკონომიკის რეალური სექტორისთვის კვლავ შეუწყვეტლივ ხდება გასესხება ისე, რომ გადაუხდელი ვალების დონე მართვადი დარჩეს. შესაძლოა, ზოგი სექტორი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მეტად საჭიროებდეს დაფინანსებას, რათა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდეს. მაგალითად, სასოფლო- სამეურნეო ბიზნესში, საკვების წარმოება და გადამუშავება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივად მოპოვებული ნაწარმით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური მომარაგების ქსელის რღვევის შემდეგ. ადგილობრივი მომარაგების ქსელის ოპტიმიზება საიმედოობასა და ფასების სტაბილურობამდე მიგვიყვანს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, Covid-19-ის კრიზისმა, შესაძლოა, მომარაგების ქსელების გაძლიერებული ინსპექცია გამოიწვიოს არაერთ სექტორში, აქ კი საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული უპირატესობა და პოტენციალი, გაზარდოს წარმოება და ექსპორტები. ამჟამად EBRD მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

ჩვენ გირჩევთ

Virgin Galactic will help train astronauts for NASA

Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი და ევროკავშირის ბანკის მხარდაჭერა

Virgin Galactic will help train astronauts for NASA

Virgin Galactic will help train astronauts for NASA

წინა სტატია

The 2020 stock market looks just like 2009 
22 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

Asia’s Wealthiest Man Joins Club of World’s 10 Richest
22 ივნისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker