კრედო ბანკმა მიკრო და მცირე ფერმერების მხარდასაჭერად 10 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი Microfinance Enhancement Facility და Incofin IM-ისგან მოიზიდა

კრედო ბანკმა მიკრო და მცირე ფერმერების მხარდასაჭერად 10 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი Microfinance Enhancement Facility და Incofin IM-ისგან მოიზიდა

კრედო ბანკმა მიკრო და მცირე ფერმერების მხარდასაჭერად Microfinance Enhancement Facility (MEF)-სგან 10 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ტრანზაქცია ბელგიური საინვესტიციო კომპანია Incofin Investment Managemen-ის ხელმძღვანელობით  განხორციელდა, როგორც მყისიერი პასუხი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების სამართავად.  სესხი კრედო ბანკს საშუალებას აძლევს დაეხმაროს  ასობით ათას აგრო მეწარმეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი აქტიური ფერმერული სეზონის გათვალისწინებით. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სესხი ადგილობრივ ვალუტაში მიიღონ. 

ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის გენერალური დირექტორი: „სიამაყით მინდა აღვნიშნო,  რომ კრედო ბანკი უწყვეტად განაგრძობს აგრო მსესხებლების დაფინანსებას სასოფლო სამეურნეო სეზონის პერიოდში, გასული თვეების მანძილზე პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად. მადლობას ვუხდი Microfinance Enhancement Facility-სა და Incofin Investment Management-ს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის. ასევე, განხორციელებულ ტრანზაქციაზე, რომელიც საქართველოში მიკრო და მცირე ფერმერების სტაბილურ დაფინანსებას ემსახურება, სწრაფი  და შედეგიანი მუშაობისთვის.“

ინო ბამფოლკი, MEF-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ”MEF მოხარულია, მხარი დაუჭიროს კრედო ბანკის ზრდას ჩვენი საინვესტიციო მრჩევლის Incofin-ის ჩართულობით. კრედო აქტიურად განაგრძნობს მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერას მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის მომხმარებელთა 70%-მდე წილი სასოფლო სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული.  აგრო სექტორზე აქცენტირება MEF-ის მიდგომის მაგალითია – შექმნას  დივერსიფიცირებული გლობალური პორტფელი, რომელიც ადგილობრივ ბაზრებზე პროდუქტიულ სამეწარმეო საქმიანობას წაახალისებს.“

გირთ პიტერმანსი, უფროსი მმართველი პარტნიორი და Incofin IM–ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი: „Incofin-მა კრედო ბანკთან პირველი სასესხო ინვესტიცია 2008 წლის დასაწყისში განახორციელა, როდესაც კრედო  ექსპანსიის პირველ ეტაპზე იყო და ახალი დასრულებული ჰქონდა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციად (NBFI) ტრანსფორმაცია. მას შემდეგ ჩვენ უწყვეტი პარტნიორობა გვაკავშირებს და დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კრედო ოპერირებს როგორც კომერციული ბანკი, ამავდროულად, განაგრძობს იმავე სეგმენტის მომსახურებასა და მხარდაჭერას დახვეწილი ფინანსური პროდუქტებითა და არხებით.  ჩვენი სურვილია, ახალი ფინანსური რესურსის საშუალებით წავახალისოთ კიდევ უფრო მეტი  ფინანსური ჩართულობა საქართველოში.“

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) -გან შედგება.

credobank.ge
კრედო ბანკის Facebook გვერდი

Microfinance Enhancement Facility (MEF)  2009 წელს KfW-ს (გერმანიის განვითარების ბანკი), IFC-ს (მსოფლიო ბანკის ჯგუფის კერძო სექტორის მიმართულება) და OeEB-ს (ავსტრიის განვითარების ბანკი) ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.  2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ფონდი  770 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს, რომლებიც  43 ქვეყნის 133 ფინანსურ ინსტიტუტშია ინვესტირებული. MEF-ის მისიაა, უზრუნველყოს დაფინანსების სტაბილური და საიმედო წყარო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ამით კი ხელი შეუწყოს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში მცირე მეწარმეებისა და საოჯახო მეურნეობების საქმიანობის სტაბილურ წინსვლას.

Incofin Investment Management (www.incofin.com) არის გლობალური გავლენის მქონე დამოუკიდებელი საინვესტიციო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებასა და ინკლუზიური პროგრესის ხელშეწყობაზე.  სწორედ ამიტომ, Incofin IM აქტიურად ცდილობს, მხარი დაუჭიროს მეწარმეებს, რათა მათ შექმნან მდგრადი ბიზნესები და შედეგად გააუმჯობესონ მოწყვლადი ან ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი. Incofin არის AIFM–ის (ევროპის ალტერნატიული ინვესტიციების მართვის დირექტივა) მიერ ლიცენზირებული ფონდების მმართველი, მის დაქვემდებარებაშია 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები.
Incofin-ის გუნდი 60-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება, როლებიც  ბელგიის სათაო ოფისსა და ინდოეთში, კოლუმბიაში, კენიასა და კამბოჯის ადგილობრივ ოფისებში მუშაობენ. როგორც წამყვანი სოციალური გავლენის მქონე საინვესტიციო კომპანია, Incofin-ს 2.1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია აქვს განახორციელებული (კაპიტალისა და სასესხო დაფინანსების გზით) 257 მიკროსაფინანსო/საფინანსო ინსტიტუტში აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და კარიბის 53 ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *