20 CEO-ს მოსაზრება - როგორ ხედავენ უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიას?

20 CEO-ს მოსაზრება - როგორ ხედავენ უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიას?

კორონავირუსის პანდემიამ ყველა კომპანიის გეგმები და პროგნოზები გადაალაგა. საინტერესოა როგორ ხედავენ მომავალს და რაზე საუბრობენ მსოფლიოს გიგანტური კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიის გავლენების კონტექსტში. The Wall Street Journal-მა მათი ფრაზები შეკრიბა. გთავაზობთ 20 ლიდერის მოსაზრებას:

Zoom-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ იუანი

“მჯერა, რომ ვიდეო არის ახალი ხმა. ვიდეო შეცვლის ყველაფერს კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მუშაობის, ცხოვრების და თამაშის წესიც კი სრულად შეიცვალა. ძალიან ბევრი შესაძლებლობებია ჩვენ წინაშე. ამ დროისთვის ნომერი პირველი რამ, რაზეც ფოკუსირება უნდა გააკეთო არის ამჟამინდელი პროდუქტი და მომხმარებლის გამოცდილება. უნდა დავრწმუნდეთ პანდემიის კრიზისის დროს, რომ ისინი დარჩებიან Zoom-ში შემდეგაც“.

Cisco-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჩაკ რობინსი

“ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ზრდა გვქონდა, ვინაიდან მომხმარებლები ფოკუსირებული იყვნენ სახლში სამუშაოდ მომზადებაზე. შემდეგ შეწყდა მოთხოვნა ჩვენს სერვისზე. კომპანიები ახლა ცდილობენ წლის დარჩენილი პერიოდის განჭვრეტას. ეს ინდუსტრიების სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ წაიწევს წინ. ჯანდაცვა ერთ-ერთია, რომელშიც ინვესტიციები იგეგმება. მათ შორის არის ტელემედიცინის მიმართულებაც. და ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვნად შეიცვლება“.

Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტიმ კუკი

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ყველანი მუშაობენ სახლიდან. კომპანიის ცალკეული მიმართულებით, თანამშრომლები შეიძლება უფრო პროდუქტიულებიც კი იყვნენ. ცალკეულ სფეროებში კი არ არიან ისეთი პროდუქტიულები, როგორც ჩვეულებრივ ხოლმე. ასე რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოვალეობას ასრულებენ ისინი“.

Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი

“თუ ამაზონის აქციონერი ხარ, უნდა დაჯდე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვფიქრობთ ვიწრო ჩარჩოებში. ჩვეულებრივ პირობებში, მიმდინარე მეორე კვარტალში ველოდებით $4 მილიარდზე მეტ საოპერაციო სარგებელს, თუმცა, ახლა არ არის ჩვეულებრივი პირობები. ამიტომაც ჩვენ ველოდებით, რომ ამ $4 მილიარდს სრულად დავხარჯავთ იმაში, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მოვიცვათ პროდუქციის მომხმარებლებთან მიტანის და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის კუთხით“

Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელა

“იმის გამო რომ კორონავირუსი ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, ჩვენ ის ტრანსფორმაცია რაც ორ წელში უნდა განგვეცადა, ორ თვეში განვიცადეთ. ჩვენს შემთხვევაში არის როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ასევე გვაქვს სისტემური სტრუქტურული ცვლილებები ყველა მიმართულებით“.

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი

“ზოგადად ვფიქრობ, რომ ასეთ პერიოდებში, ძალიან ბევრი ახალი რამაა, რასაც სჭირდება შენება. ზოგ შემთხვევაში ეს არის შესაძლებლობა. ვფიქრობ რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესში ინვესტიციების შენარჩუნების პასუხისმგებლობა არსებობს“.

Ford Motor-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯიმ ჰაკეტი

“26-წლიანი მუშაობის შედეგად, არასოდეს მქონია ბიზნეს-გეგმა სახელით „პანდემია“, ვერასოდეს წარმოვიდგენდით რომ ეკონომიკა გაითიშებოდა. არ არსებობს მომავალი, თუ არ გვექნება ეკონომიკური სისტემა მუდმივად ჩართული. ჩვენ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა რეცესია დაწყებულიყო, მაგრამ ეკონომიკის ასეთი გათიშვა?!“

McDonald’s-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი კრის კემპზინსკი

“ზუსტი ტრაექტორია ჩვენი აღდგენის ძალიან გაურკვეველია. მსოფლიო იქნება განსხვავებული ამ კრიზისის შემდეგ და ჩვენ ველოდებით რომ ბევრი ცვლილება იქნება მდგრადი“

Gap-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სონია სინგალი

“ჩვენ მშვენივრად აღვიდგინეთ ძალები ჩინეთში თვიდან თვემდე. როგორც კი იაპონიაშიც გავხსენით მაღაზიები, დავინახეთ რომ იმაზე მეტად გაიზარდა მოთხოვნა, ვიდრე ველოდით. რაც შეეხება აშშ-ის, აქ მოთხოვნა სამ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი – უძრავი ქონების ტიპებზე, მეორე – ამინდზე და მესამე – მომხმარებლის განწყობაზე უსაფრთხოების მიმართ. სამხრეთში ჩვენ უკვე გვაქვს კარგი შედეგები, დასავლეთში მოთხოვნაა ძირითადად ზაფხულის ტანსაცმელზე ამინდიდან გამომდინარე. აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცოტათი დაგვაგვიანდა“.

Tripadvisor-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტეფან კოფერი

“ამ პანდემიის პერიოდში, ისინიც კი რომელთაც შეეძლოთ მოგზაურობა, თავს იკავებენ ამისგან, და როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდება, მაშინ უფრო მოსალოდნელი იქნება შიდა გადაადგილება. ჯერ რთულია განსაზღვრო თუ როგორ დაუბრუნდება მოგზაურობის დონე ჩვეულ მაჩვენებელს მანამ ვიდრე ვაქცინა შეიქმნება“.

Walmart-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დაგ მაკმილონი

“ჩვენ ვმუშაობთ აღვიდგინოთ ის პოზიცია, რა პოზიციითაც დავიწყეთ მეორე კვარტალში. ველოდებით, რომ გარემო საკმაოდ მერყევი იქნება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში“.

Marriott International-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი არნე სორენსონი

“რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო რამდენიმე კვირაა აშშ-ში, მომხმარებლები ნელ-ნელა ფრთხილად გამოდიან სახლებიდან. თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ახლა აღდგენის პერიოდი გაქვს“.

Uber Technologies-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი დარა ხოსროვშახი

“ჩვენი მოლოდინია რომ აღდგენის პროცესი გეოგრაფიულ მდებარეობაზე იქნება დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვნახავთ ცალკეულ ბაზრებზე აღდგენას, ზოგან კი დროებით უკანდახევა გვექნება. მაგალითად 2019 წელს ჯავშნების 80% მოდიოდა მომხმარებლის მიერ საკუთარ ქალაქში გადაადგილებაზე. 95% კი მოდიოდა საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებაზე.

General Motors-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მერი ბარა

“მოკლედ გაგიზიარებთ, როგორია ჩვენთან უსაფრთხოების პროცედურები. ეს ეხება ყველას, ვინც ჩვენთან მოდის. შემოსვლისას ყველა ავსებს კითხვარს, უმოწმდებათ ტემპერატურა. ჩვენი პროტოკოლი ასევე მოიცავს ხელების დაბანას, საერთო სივრცეების და სამუშაო ადგილების დამატებით გაწმენდის პროცედურებს, ფიზიკური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას. ცალკეულ ადგილებში კი დამცავი სათვალის კეთებასაც“.

Walt Disney-ის მთავარი აღმასრულებელი ბობ ჩაპეკი

“შანხაის დისნეიში, ჩვენი დღიური ტევადობა 80 000-ია. მთავრობას სურს რომ დაახლოებით 30% მოვიცვათ მხოლოდ, რაც დღეში 24 000 სტუმრის მიღებას გულისხმობს“.

Google-ის დედა კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელი სანდერ პიჩაი

“ჩვენი სარეკლამო ბიზნესისთვის, პირველი კვარტლის პირველი–მეორე თვე იყო ძლიერი. მარტში ჩვენ მოულოდნელი და მნიშვნელოვანი შემცირება განვიცადეთ სარეკლამო შემოსავლებიდან. საერთო ჯამში, ჩვენი შემოსავლების ზრდის დაწყება დამოკიდებული იქნება ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან“.

PepsiCo-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი რემონ ლაგუარტა

“ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენი მოლოდინია, რომ მომხმარებლები საბოლოოდ დაუბრუნდებიან ძველ ჩვევებს. როგორც კი ეს მოხდება, ველოდებით თანდათანობით გაყიდვების გაზრდას, როდესაც ადამიანები სამსახურებში დაბრუნდებიან“.

Coca-Cola-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეიმს ქუინსი

“ჩვენ შესაძლოა დიდი გლობალური ლოკდაუნის ბოლოში ვართ, თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი ახალ რეალობამდე“.

Netflix-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რიდ ჰასტინგსი

“მარტში ჩვენი გამომწერების რიცხვი გაიზარდა. მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით ზრდა გავაგრძელოთ წლის ბოლომდე. იქნება თუ არა ინტერნეტ გართობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში? ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“.

Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელი რიჩ ელისონი

“სარესტორნო ინდუსტრია ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. არავინ იცის რამდენი რესტორანი გადარჩება, ან რა ფორმას მიიღებს ინდუსტრია. ჩვენ ასევე არ ვიცით როგორ შეიცვლება მომხმარებლის ქცევა და მსყიდველობითი უნარი“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *