COVID-19-ის გავლენა სარეკლამო დანახარჯებზე

COVID-19-ის გავლენა სარეკლამო დანახარჯებზე

გლობალური სარეკლამო ინვესტიციის მოცულობა პანდემიამდე ნავარაუდევი იყო, რომ წელს 7,1 %-ით გაიზრდებოდა. თუმცა, დღეს მდგომარეობით, ამ მაჩვენებლის 8,1%-ით შემცირებას ელოდებიან, რაც დაახლოებით $50 მილიარდის მოცულობისაა. ამის მიზეზად კი მომხმარებელთა ქცევის შეცვლას ასახელებენ. პანდემიამდელ ზრდის პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, მთლიანი დანაკარგი $96,4 მილიარდს უტოლდება.

რეკლამის განმცხადებლები ეგუებიან რა მედიასაშუალებების სახლიდან მოხმარების ზრდას, ონლაინ და ტრადიციულ მედიას შორის მიმდინარე გაწევ-გამოწევაში აშკარა გამარჯვებული გამოიკვეთა.

ტრადიციული მედიის სიკვდილი

ექსპერტები ათწლეულების განმავლობაში ვარაუდობდნენ ტრადიციული მედია ფორმატის სიკვდილს, პანდემიამ კი ეს პროგნოზი, საბოლოოდ, გაამყარა.

ყველა სახის ტრადიციული მედიის წარმომადგენელის დანახარჯი 2020 წელს დაიკლებს, ამავდროულად, ონლაინ მედია ფორმატები ელიან დანახარჯების ზრდას. 

წლის  შუაში, ეს ერა ასოცირებული იქნება მეტ ციფრულ მოხმარებასთან, ვაჭრობასა და შესაბამისად, რეკლამებთან“, – ამის შესახებ ევროპის ინტერაქტიული სარეკლამო ბიუროს წარმომადგენელმა, დანიელ კნაპმა განაცხადა.

რადგანაც მომხმარებლები დროის უმეტესობას სახლში ატარებენ, შესაბამისად, ბრენდები კონკრეტულ მედია ფორმატებში დებენ უფრო მეტ თანხას. თუმცა, როდესაც საქმე “საშინაო მედია საშუალებებს“ ეხება, მაგალითად ტელევიზიის ნაცვლად მომხმარებლები სტრიმინგ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას. მართლაც, წინა წელთან შედარებით, ისინი “ნეტფლიქსის“ მსგავს სერვისებს ორჯერ უფრო მეტის სიხშირით მოიხმარენ.

სავარაუდო დანახარჯები (კატეგორიების მიხედვით)

თითქმის ყველა ინდუსტრიას შეუმცირდება დანახარჯები. ერთი სექტორი რომელიც ამ ტრენდს არ უპასუხებს, “ტელეკომუნიკაციები და კომუნალური მომსახურებებია,“ რომელიც სარეკლამო დანახარჯებს 4,3%-ით გაზრდის წლის განმავლობაში.

საინტერესოა რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, სახლში დარჩენილი მომხმარებლების დამოკიდებულება ამ სერვისებზე გაზარდა (სახლიდან მუშაობასა და ახლობლებთან კონტაქტის გამო).

მეტიც, პანდემია ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის აღმავლობის კატალიზატორი აღმოჩნდა, იზრდება რა სწრაფ ინტერნეტზე მოთხოვნა და 5G-ის პოტენციალი რეალიზდება.

გზა აღდგენისაკენ?

თუ ინფლაციასა და სავალუტო კურებს გავითვალისწინებთ, სარეკლამო დანახარჯების შემცირება გაცილებით მკვეთრი იქნება, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო.  WARC-ის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო დანახარჯები რეცესიამდელ ნიშნულს რვა წლის განმავლობაში არ დაბრუნებია. ასე რომ, სწრაფი აღდგენა არც ახლაა მოსალოდნელი; პანდემიანდელი ზრდის დაბრუნება წლების განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *