ყაზახეთის პრეზიდენტმა Kaspi.kz-ის ქართველი თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე მედლით დააჯილდოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა Biz Birgemiz-ის ონლაინ ფორუმზე ბანკ Kaspi.kz-ის ქართველი თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე მედლით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში Kaspi.kz-ს მეშვეობით, ყაზახეთში 500,000-ზე მეტ ოჯახს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ესარგებლა კურიერით და სახლიდან გაუსვლელად შეესყიდა საყოფაცხოვრებო პროდუქტები.

ამასთან ერთად, Kaspi.kz-ს დამფუძნებლებმა, მიხეილ ლომთაძემ და ვიჩესლავ კიმმა, კორონავირუსის 100,000 ტესტი შეისყიდეს და ლაბოროტორიებს გადასცეს.

Kaspi ყაზახეთში დაფუძნებული ერთ-ერთი ბანკია, მისი სათავო ოფისი ალმათში მდებარეობს. ბანკის აქციონერები არიან: კიმ ვიაჩესლავი - აქციების 38,16%-ით, ფონდი Baring Vostok-ი - აქციების 28,84%-ით, მიხეილ ლომთაძე - აქციების 29%-ით და Goldman Sachs - აქციების 4%-ით.

2019 წელს ბანკის მოგებამ 156.7 მილიარდი ტენგე შეადგინა (დაახლოებით 389 483 491 აშშ დოლარი), ხოლო ბანკის აქტივებმა 2 ტრილიონ 76 მილიარდ ტენგეს მიაღწია.

გასულ წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკი 5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

ჩვენ გირჩევთ

EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება

IATA ვარაუდობს, რომ ავიაინდუსტრია $84 მილიარდს დაკარგავს

EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება

EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება

წინა სტატია

EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება
29 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

Space-ოდისეა
29 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker