ბილ გეითსის ქალიშვილი: პრივილეგიაში დავიბადე

ბილ გეითსის ქალიშვილი: პრივილეგიაში დავიბადე

ბილ და მელინდა გეითსების 24 წლის ქალიშვილი, ჯენიფერი, ამბობს რომ იგი იღბლიანია რადგანაც მულტი-მილიარდერების ოჯახში გაიზარდა.
Sideline Magazine-თან ინტერვიუში, Microsoft-ის დამაარსებლის შვილმა განაცხადა, რომ საკუთარი პრივილეგიის გამოყენებას აპირებს სამყაროს უკეთეს ადგილად გადასაქცევად.

მიზნის შესასრულებლად, Stanford-ის დამთავრების შემდგომ, ჯენიფერმა სწავლა სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. მეორე კურსის სტუდენტს პედიატრობა ან ოჯახის ექიმობას სურს. ჯენიფერმა აღიარა, რომ მისმა მშობლების ფილანთროპიულმა საქმიანობამ სამედიცინო სფეროსკენ უბიძგა.

„დავიბადე უდიდეს პრივილეგიურ გარემოში. ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია როგორ გამოიყენებ ამ შესაძლებლობებს და ისწავლი მათგან რაღაცების აღმოჩენას, რაც მე მიტაცებს და რაც ვიმედოვნებ, მსოფლიოს მცირედით მაინც უკეთესს გახდის“, – განუცხადა ჟურნალს ჯენიფერ გეითსმა.

თუმცა, ჯენიფერს საქველმოქმედო საქმიანობა მამისგან დამოუკიდებლად მოუწევს, რადგანაც, ბილ გეითსის 2011 წელს, Daily Mail-ისათვის, მიცემულ ინტერვიუს თუ გავიხსენებთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი შვილებს მოუწოდებს, „თავიანთი გზა თავადვე იპოვონ“ და მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას არ დაეყრდნონ.

ჯენიფერ გეითსი ახლა ნიუ-იორკში მედიცინის სკოლა Icahn-ის მეორე კურსის სტუდენტია. ის გეითსების უმცროსი ქალიშვილია. ბილ და მელინდა გეითსებს სულ სამი შვილი ჰყავთ.

შეგახსენებთ, ბილ გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით $108.1 მილიარდადაა შეფასებული. ის მსოფლიოში რიგით მეორე, ყველაზე მდიდარი ადამიანია. თავად გეითსის მიერ დაარსებული კომპანია Microsoft-ის საბაზრო ღირებულება კი 26 ივნისის მონაცემებით, $1.49 ტრილიონია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *