მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც  Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის.

ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც რეგიონის ტექნოლოგიურ ელიტის სახლია. აღნიშნულმა ქალაქმა 2019 წელს დამატებით ორი ახალი მილიარდერი შეიმატა, შედეგად დღეს სან-ფრანცისკოში უკვე 77 მილიარდერი ცხოვრობს, ამგვარად სან-ფრანცისკომ მოსკოვს (73), ლონდონსა (66) და პეკინს (57) გაუსწრო. 2016 წელს რეიტინგში ამ მხრივ სან-ფრანცისკო მეექვსე ადგილზე იყო.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სან-ფრანცისკოში მილიარდერების რიცხვის ზრდა ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას და სილიკონ ველიზე სტარტაპების ეკოსისტემას უნდა დავუკავშიროთ.

თუმცა, აქ არის ერთი მომენტი: ტექნოლოგიურმა ბუმმა სან-ფრანცისკოში უსახლკაროების რიცხვის ზრდასაც შეუწყო ხელი, ვინაიდან საცხოვრებელი ფართების ფასი გაიზარდა. პანდემიამ კი როგორც Business Insider-ის ჟურნალისტი ქეით ტეილორი წერს, კიდევ უფრო გაზარდა ქონებრივი უთანასწორობა ქვეყანაში. ამერიკელი მილიარდერების ქონება 20%-ით გაიზარდა პანდემიის დაწყებიდან ივნისამდე. მაგალითად Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის ქონება $2 მილიარდზე მეტად გაიზარდა ცალ-ცალკე მარტის შემდეგ.

ჩვენ გირჩევთ

ილონის ახალი მტერი

რა ბედი ელის ქუთაისის ბაზას? - ინტერვიუ Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსთან

ილონის ახალი მტერი

ილონის ახალი მტერი

წინა სტატია

WIZZ AIR releases statement about operating in Georgia
01 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

San Francisco now has the 3rd-most billionaires of any city in the world, beating out London, Moscow, and Beijing
02 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker