Goldman Sachs: პირბადის მოხმარება აშშ-ს ეკონომიკას $1 ტრილიონს დაუზოგავს

Goldman Sachs: პირბადის მოხმარება აშშ-ს ეკონომიკას $1 ტრილიონს დაუზოგავს

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, პირბადეების მოხმარების სიხშირე საკმაოდ დაბალია. Goldman Sach-ის კვლევის მიხედვით, “ეროვნული პირბადის მანდატი” ვირუსის გავრცელებას შეანელებს და მთლიან შიდა პროდუქტს 5%-იანი დანაკარგისგან გადაარჩენს.

Goldman-ის ანალიტიკოსების განცხადებით, თუ პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც პირბადით ისარგებლებენ, განსაკუთრებით ისეთ შტატებში როგორებიცაა ფლორიდა და ტეხასი, სადაც ამჟამად პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. ამგვარად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პირბადის უფრო ხშირი მოხმარება ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობას 1%-ით შეამცირებს და ჩაანაცვლებს საგანგებო მდგომარეობის მკაცრ რეგულაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას 5%-ს წაართმევდა, ანუ $1 ტრილიონს.

“თუ პირბადეების მანდატი შეამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს, ეს იქნება ღირებული ნაბიჯი არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან გამომდინარე, არამედ ეკონომიკური პერსპექტივიდანაც, ვინაიდან ის ჩაანაცვლებს გახანგრძლივებულ ლოკდაუნებს, რაც თავის მხრივ ურტყამს მშპ-ს”, – წერენ Goldman Sach-ის მკვლევარები. 

ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად, უფრო მეტი კანონმდებელი ითხოვს ფედერალურ მანდატს პირბადეების ტარების დაწესებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გამოიყენებს უფლებამოსილებას და მოსთხოვს ყველა ამერიკელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ პირბადე. ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომოც ითხოვს ამ მანდატის განხორციელებას. მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა, რომელმაც პირბადის ტარება არამნიშვნელოვნად მიიჩნია, მოქალაქეებს კარგი მაგალითი უნდა უჩვენოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *