ერდოღანს სოციალური ქსელების გაკონტროლება სურს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი Twitter-ზე თავისი სიძის ტვიტზე არსებული გამოხმაურებებით შეშფოთებულია, რის საპასუხოდაც ის სოციალური ქსელის მკაცრი რეგულაციების შესახებ აცხადებს.

როგორც ერდოღანი ამბობს, ყველა სოციალური ქსელი ექვემდებარება სახელმწიფოს კონტროლს.

“ეს  ქსელები, რომლებიც დუღს სიცრუით, შეურაცხყოფით და დარღვევებით აუცილებლად უნდა იყვნენ დარეგულირებული,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორც Deutsche Welle წერს, ერდოღანს სურს, რომ რაც შეიძლება მალე შეიტანოს ეს კანონპროექტი განსახილველად. ასევე, მოიაზრება სოცქსელებზე წვდომის შეზღუდვა და იურიდიული და ფინანსური სანქციები.

პრეზიდენტის ასეთი მწვავე რეაქცია თავისი სიძის პოსტთან მიმართებაში გამოხატულმა სიძულვილმა გამოიწვია. ფინანსთა მინისტრს მეოთხე ვაჟი შეეძინა, ამის აღსანიშნავად, მან Twitter-ზე დაწერა. აღნიშნულ პოსტზე ათი ათასობით დადებით გამოხმაურებას გამოერია სიძულვილის ენაზე დაწერილი კომენტარები. ერდოღანის თქმით, ეს “თავხედები” სასამართლოს წინაშე წარსდგებიან პასუხის საგებად.

“ახლა იაზრებთ, თუ რას ვგულისხმობთ, როცა Youtube-ის, Twitter-ის, Netflix-ისა და მსგავსი სოციალური ქსელის მოწინააღმდეგენი ვართ? სწორედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევებს თავი ავარიდოთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს საბანკო სექტორის ძირითადი პარამეტრები

ქართული ნეობანკი უკვე უზბეკეთშია

საქართველოს საბანკო სექტორის ძირითადი პარამეტრები

საქართველოს საბანკო სექტორის ძირითადი პარამეტრები

წინა სტატია

Mark Zuckerberg reportedly said Facebook is 'not gonna change'
02 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Sir Suma Chakrabarti leaves EBRD Presidency after second and final term
02 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker