ბეზოსის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $172 მლრდ შეადგინა

მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ქაოსმა მოიცვა, თუმცა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის საფულე კიდევ უფრო ივსება. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბეზოსის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $172 მილიარდი შეადგინა.

მიმდინარე კვირას ბეზოსმა თავისი წინა რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მას თავის მეუღლე მაკენზი ბეზოსთან განქორწინებამდე ჰქონდა. გასულ წელს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად გაყრის შედეგად, მაკენზი ბესოზმა მეუღლისგან Amazon-ის აქციების 25% მიიღო.

მაკენზის ქონებაც გაიზარდა ამ კვირას. ის ახლა $57 მილიარდის მფლობელია და მსოფლიოში რიგით მე-12 ყველაზე მდიდარი ადამიანია.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ და მაკენზი ბეზოსის ქონების დიდი ნაწილი სწორედ Amazon-დან გამომდინაეობს, რომლის აქციებიც კორონავრუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოგეხსენებათ, Amazon-მა ონლაინ-შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად იხეირა. კომპანიის თანამშრომლები საკმაოდ დატვირთულად მუშაობდნენ "ლოკდაუნის“ პირობებში, რის გამოც ჯეფ ბეზოსი მათ ბონუსები დაჰპირდა, რისთვისაც კომპანია $500 მილიონის დახარჯვას გეგმავს.

ჩვენ გირჩევთ

მილიარდერის სტარტაპი

რა ბედი ელის ქუთაისის ბაზას? - ინტერვიუ Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსთან

მილიარდერის სტარტაპი

მილიარდერის სტარტაპი

წინა სტატია

Jeff Bezos is so rich he just set a new record
03 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ივნისში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.4 პროცენტით გაიაფდა
03 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker