იაპონიაში შექმნეს მატარებელი, რომელიც მიწისძვრის დროს უსაფრთხოდ გადაადგილდება

იაპონიაში ახალი ულტრათანამედროვე მატარებელი შექმნეს რომელიც არამხოლოდ უფრო სწრაფად და უფრო რბილად მოძრაობს, არამედ ის მიწისძვრის დროს მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ახალმა მატარებელმა 1 ივლისიდან უკვე დაიწყო სარკინიგზო რეისების შესრულება. ის ტოკაიდო-შინკანსენის ხაზზე მოძრაობს, რომელიც ტოკიოს სადგურს შინ-ოსაკას სადგურთან აკავშირებს.

მატარებელს საათში 360 კმ-ს სიჩქარის განვითარება შეუძლია. საოპერაციო სიჩქარე კი საათში 285 კმ-ია. ახალი მატარებელი გარეგნულად არ განსხვავდება მისი სხვა იაპონური წინამორბედებისგან - N700 და N700A მოდელებისგან.

თუმცა, გამორჩეულია მისი ინტერიერი, რომელიც მგზავრებს უფრო მეტ კომფორტს უქმნის. გადასაწევი სავარძლები და სპეციალური განათება უზრუნველყოფს ისეთ ატმოსფეროს, რაც მგზავრებს მშვიდად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენ გირჩევთ

BLOOM-ი და ბოლი

Google-ი მომხმარებელს Chrome-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს

BLOOM-ი და ბოლი

BLOOM-ი და ბოლი

წინა სტატია

BLOOM-ი და ბოლი
03 July, 2020

შემდეგი სტატია

Japan debuts new bullet train that can run during an earthquake
03 July, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
ინტერვიუ | Nov, 16, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker